ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მილოვან მატიასევიჩი დაეხმარება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები უკმაყოფილებას არ მალავდნენ. ბოლო ტურის შემდეგ ლამის ყველა გუნდის ხელმძღვანელობამ გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება და გაძლიერება დაიწყო. "ტორპედო" კი გაურკვევლობაში იყო და ამასობაში რამდენიმე ლიდერიც დაკარგა - კაპიტანი გიორგი კუხიანიძე, ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე, ბოლოს კი - ბაქარ მირცხულავაც.

მაგრამ კლუბში კერძო მეპატრონე, ზაზა ჩაჩავა მივიდა და ამის შემდეგ საინტერესო პროცესი დაიწყო. ქუთაისელებმა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველი, გორის "დილასა" და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გუგა ფალავანდიშვილი გადაიბირეს.

გორიდან ქუთათურებმა სხვა სახის შევსებაც
მიიღეს - კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კობა ჟორჟიკაშვილის ასისტენტად "დილას" ყოფილი მწვრთნელი მილოვან მატიასევიჩი იმუშავებს. 33 წლის სერბი სპეციალისტი მას ფიზმომზადებაში დაეხმარება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მატიასევიჩი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და ქართულ ფეხბურთსაც კარგად იცნობს. ამ სფეროში პირველი ნაბიჯები სერბეთში, უმაღლესი დივიზიონის კლუბ ლუჩანის "მლადოსტის" აკადემიის დირექტორის რანგში გადადგა. 3 წლის განმავლობაში ის ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ. ბოლო 5 წელიწადი კი საქართველოში საქმიანობს: ჯერ რუსთავის "მეტალურგთან" თანამშრომლობდა, ხოლო შემდეგ - გორის "დილასთან".

პარალელურად, მატიასევიჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც მუშაობდა. ის A-კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, ფეხბურთის ფედერაციამ კი მწვრთნელთა განათლების კურსებზე B-ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელთა ლექტორად მიიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დაცვაში კარგი იქნებოდა გაგოშიძე მოეყვანათ,ზუგდიდში თამაშობს,ზესტაფონში თამაშობდა,ცენტრალურ მცველსაც და მარცხენა მცველის პოზიციაზე.კარგი ბიჭია,ქუთაისელი, კარგადაც თამაშობს
fexburtis moyvaruli
24 ივნისი 2016 01:01
0
საჩხერემ ხომ აიკვანა გრიგალაშვილი თორნიკე.
გოგა
22 ივნისი 2016 17:09
0
grigaalashvilic tu movida dacvashi ariqeeneba problemebi izaxian magari transferebi agatardebaoda vanaxot vnaxot
fctk
22 ივნისი 2016 16:07
0
გოგა--- მცველები არის, ადამაძე-ჭიჭინაძე... თავდასხმას კიდე ეშველება;)
giga
22 ივნისი 2016 14:58
0
არ მგონია რომ ახალი პეხბურთელები მებრდზოლი იკნებიან დიდი პრობლემები არის დაცვაში და თავდასხმაში.მირცხულავას უნდოდა გუნდში დარჩენა მაგრამ არ დატოვეს. ფანებო ამოიგე ხმა. მერე იკნება გვიან.
გოგა
22 ივნისი 2016 14:01
0
შეეშვი მისიც გასაგებია გუნდი დაეშალა და ... ტორპედოში წელს მაგარ გუნდს ვაკეთებთ რაც ამდენი ხანიც უნდა მომხდარიყო მაგრამ ის ძველი ანდაზაც გვახსოვს. ჩვენი დროც მოვიდა ბიჭებო მარად წინ. ჩვენ ვართ ტორპედო
Mandela
22 ივნისი 2016 12:58
0
ტორპედოს ფეისბუკის გვერდებიდან ეს copy/paste აღარ მოგბეზრდათ ? 1 სტატია თუ გაქვთ დაწერილი ამ გვერდზე ისეთი, რომელიც ჯერ ტორპედოს ფეისბუკის გვერდს არ დაედოს. რა გახდა 1 ტელეფონი რომ დაურეკოთ ან ხელმძღვანელობას მწვრთნელებს ფეხბურთელებს პრეს ატაშეს და ესე პირდაპირ მოიპოვოთ ინფორმაცია კლუბში მიმდინარე პროცესებზე და გუნდის ფეისბუკის გვერდებიდან სულ copy/paste - თი არ დაკმაყოფილდეთ. წარმოიდგინე შენი თავი ჩვენს ადგილზე, კლუბის ფეისბუკის გვერდებზე ისედაც ხო შევდივართ ვღებულობთ რაღაც ინფორმაციას და მერე შემოვდივართ ესეთ სპორტულ საინფორმაციო გვერდებზე, რათა დამატებით უფრო ახალი რაიმე გავიგოთ ჩვენ გუნდზე, თუმცა სულ ერთი და იგივე გვხვდება, გამეორება და გადაკითხვა წინა დღით(ან წინა დღეებში)უკვე წაკითხული ინფორმაციის ტორპედოს ფეისბუკ გვერდებიდან . იმედი მაქვს ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და უყურადღებოდ არ დატოვებთ თქვენი ერთგული მკითხველის აზრს.
Mandela
22 ივნისი 2016 12:53
0
უნამუსო რატოა :)) ?
fctk
22 ივნისი 2016 12:21
0
უნამუსოა
alika dila
22 ივნისი 2016 12:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული