ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მილოვან მატიასევიჩი დაეხმარება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები უკმაყოფილებას არ მალავდნენ. ბოლო ტურის შემდეგ ლამის ყველა გუნდის ხელმძღვანელობამ გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება და გაძლიერება დაიწყო. "ტორპედო" კი გაურკვევლობაში იყო და ამასობაში რამდენიმე ლიდერიც დაკარგა - კაპიტანი გიორგი კუხიანიძე, ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე, ბოლოს კი - ბაქარ მირცხულავაც.

მაგრამ კლუბში კერძო მეპატრონე, ზაზა ჩაჩავა მივიდა და ამის შემდეგ საინტერესო პროცესი დაიწყო. ქუთაისელებმა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველი, გორის "დილასა" და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გუგა ფალავანდიშვილი გადაიბირეს.

გორიდან ქუთათურებმა სხვა სახის შევსებაც
მიიღეს - კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კობა ჟორჟიკაშვილის ასისტენტად "დილას" ყოფილი მწვრთნელი მილოვან მატიასევიჩი იმუშავებს. 33 წლის სერბი სპეციალისტი მას ფიზმომზადებაში დაეხმარება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მატიასევიჩი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და ქართულ ფეხბურთსაც კარგად იცნობს. ამ სფეროში პირველი ნაბიჯები სერბეთში, უმაღლესი დივიზიონის კლუბ ლუჩანის "მლადოსტის" აკადემიის დირექტორის რანგში გადადგა. 3 წლის განმავლობაში ის ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ. ბოლო 5 წელიწადი კი საქართველოში საქმიანობს: ჯერ რუსთავის "მეტალურგთან" თანამშრომლობდა, ხოლო შემდეგ - გორის "დილასთან".

პარალელურად, მატიასევიჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც მუშაობდა. ის A-კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, ფეხბურთის ფედერაციამ კი მწვრთნელთა განათლების კურსებზე B-ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელთა ლექტორად მიიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დაცვაში კარგი იქნებოდა გაგოშიძე მოეყვანათ,ზუგდიდში თამაშობს,ზესტაფონში თამაშობდა,ცენტრალურ მცველსაც და მარცხენა მცველის პოზიციაზე.კარგი ბიჭია,ქუთაისელი, კარგადაც თამაშობს
fexburtis moyvaruli
01:01 24-06-2016
0
საჩხერემ ხომ აიკვანა გრიგალაშვილი თორნიკე.
გოგა
17:09 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული