"სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" სლოვენიური შეკრება ბუქარესტის "დინამოსთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ბალკანეთში პირველ სპარინგი ალბანურ "კუკეშთან" გამართეს და 4:0 დაამარცხეს.

ეს ძლიერი გუნდი გახლავთ და, შესაძლოა, ბევრმა ჩათვალა, რომ სამტრედიელებს "გაუვარდათ", მაგრამ 22 ივნისს გამართული შეხვედრის შედეგი გვაიმედებს, რომ ცეცაძე და კომპანია სწორ გზაზეა.

თავად განსაჯეთ: რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა და უეფას რეიტინგში მე-15 ადგილზეა. იმერელთა გუშინდელ მეტოქესაც არ სჭირდება საგანგებო წარდგენა - ბუქარესტის "დინამო" რუმინული საკლუბო ფეხბურთის გრანდია "სტიაუასთან" ერთად. დღეს შეიძლება ის ვეღარ არის იმ
დონის, ძველად რომ გვახსოვს, მაგრამ რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე გასული გუნდი რომ ხელწამოსაკრავი არ იქნება, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება...

მაგრამ "სამტრედიამ" გუშინაც ჩინებულად ითამაშა: 31-ე წუთისთვის ცეცაძის გუნდი 4:1 (?!) იგებდა. დასაწყისშივე, მეტოქის განადგურება იმერელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაიწყო. მერე თავი შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა გამოიჩინა. მცირე ხანში, ბაჩანა არაბულმა და ბუდუ ზივზივაძემ სამტრედიელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს - 4:0.

ტაიმის ბოლოს რუმინელმა ვალენტინ ლაზარმა სხვაობა შეამცირა, თუმცა მეორე ნახევარში არაბულმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:1. საინტერესოა, რომ თბილისის "დინამოდან" მოსულმა არაბულმა 2 ამხანაგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სამტრედია:
მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, ჯიქია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე; შეცვლაზე: მეშველიანი, მანჯგალაძე, მთივლიშვილი, ახალაძე, ცნობილაძე, ნინუა, კერძევაძე, მარკოზაშვილი, გამყრელიძე, ხაბეიშვილი.

მთავარია, გია ცეცაძის გუნდმა იგივე შემართება და აგრესიულობა ევროპალიგაზე აზერბაიჯანულ "გაბალასთანაც" გამოავლინოს. იმედია, ასეც მოხდება. ბუქარესტის "დინამოსთან" გუშინდელი მატჩით კი "სამტრედიამ" სლოვენიური შეკრება დაასრულა და საქართველოში დღეს დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
კუთხური ყიფიანი გუცაევი იყო
jaba
24 ივნისი 2016 17:09
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!! მთელი სამტრედია მოდის 7 ზესტაფონში!!!!!!! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!
guro
24 ივნისი 2016 00:19
0
ისე რუმინელებს მაგარი "დირკა" მეკარე ყავდატ
ალეკსანდრე
23 ივნისი 2016 16:49
0
ამ გუნდმა ასე უნდა გააგრძელოს სტრატეგია არ უნდა შეცვალონ და ეტაპობრივად უნდა განვითარდენ.სამტრედიაში ბუნებრივ საფარს თუ დააგებენ კარგი იქნება.
bebeto
23 ივნისი 2016 16:10
0
რატოგაც მგონია შემდეგ წრეში ჩვენები გავლენ და ეს კარგი საზგაური იქნება,გაბალას შარშანდელი "სტუმართმოყვარეობისთვის"!
ალეკსანდრე
23 ივნისი 2016 14:42
0
გულს უხარია, როცა ვხედავ როგორ "იზრდება"დღითიდღე "სამტრედია". ცოტა ხელშეწყობა და და ეს გუნდი ამ კაცის ხელში (ცეცაძე) მალე ევროპაში ანგარისგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება. წარმატებები ქართულ გუნდებს ევროლიგაზე და ჩემს საყვარელ "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე!.
levani kaxeti
23 ივნისი 2016 14:32
0
dola რას ამბობ ეხლა მაგით მსაჯმა მოგვაგებინა დინამოსთან? თამაშს უყურე? ალბად არ გაქ ნაყურები თორე არ იტყოდი მაგას... სამტრედია დისიპლინებური ბუნდია და დინამომ ვერ გაუქაჩა უყურედ ჩანაწერს და დარწმუნდები ვინც გააგდო მსაჯმა ყველა გასაგდები იყო
სამტრე
23 ივნისი 2016 13:34
0
სამტრედია უკვე განმეორებითი თამაშის მოლოდინით ცხოვრობს არავინ არ ფიქრობს ბაქოს თამაშზე:
gaga
23 ივნისი 2016 13:32
0
სამტრედია გაბალა ქუთაისში რომ გადმოიტანონ არ შეიძლება? ვერ დაიტევს ზესტაფონის ტრიბუნები მაყურებელს
rati
23 ივნისი 2016 13:28
0
განმეორებით თამაშზე ბილეთები აუცილებლად სამტრედიაში უნდა გაიყიდოს ვარდართან ვისაც ახსოვს ბილეთები სამტრედიაში გაიყიდა მაშინ
samtredski
23 ივნისი 2016 13:25
0

სიახლეები პოპულარული