"სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" სლოვენიური შეკრება ბუქარესტის "დინამოსთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ბალკანეთში პირველ სპარინგი ალბანურ "კუკეშთან" გამართეს და 4:0 დაამარცხეს.

ეს ძლიერი გუნდი გახლავთ და, შესაძლოა, ბევრმა ჩათვალა, რომ სამტრედიელებს "გაუვარდათ", მაგრამ 22 ივნისს გამართული შეხვედრის შედეგი გვაიმედებს, რომ ცეცაძე და კომპანია სწორ გზაზეა.

თავად განსაჯეთ: რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა და უეფას რეიტინგში მე-15 ადგილზეა. იმერელთა გუშინდელ მეტოქესაც არ სჭირდება საგანგებო წარდგენა - ბუქარესტის "დინამო" რუმინული საკლუბო ფეხბურთის გრანდია "სტიაუასთან" ერთად. დღეს შეიძლება ის ვეღარ არის იმ
დონის, ძველად რომ გვახსოვს, მაგრამ რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე გასული გუნდი რომ ხელწამოსაკრავი არ იქნება, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება...

მაგრამ "სამტრედიამ" გუშინაც ჩინებულად ითამაშა: 31-ე წუთისთვის ცეცაძის გუნდი 4:1 (?!) იგებდა. დასაწყისშივე, მეტოქის განადგურება იმერელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაიწყო. მერე თავი შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა გამოიჩინა. მცირე ხანში, ბაჩანა არაბულმა და ბუდუ ზივზივაძემ სამტრედიელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს - 4:0.

ტაიმის ბოლოს რუმინელმა ვალენტინ ლაზარმა სხვაობა შეამცირა, თუმცა მეორე ნახევარში არაბულმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:1. საინტერესოა, რომ თბილისის "დინამოდან" მოსულმა არაბულმა 2 ამხანაგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სამტრედია:
მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, ჯიქია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე; შეცვლაზე: მეშველიანი, მანჯგალაძე, მთივლიშვილი, ახალაძე, ცნობილაძე, ნინუა, კერძევაძე, მარკოზაშვილი, გამყრელიძე, ხაბეიშვილი.

მთავარია, გია ცეცაძის გუნდმა იგივე შემართება და აგრესიულობა ევროპალიგაზე აზერბაიჯანულ "გაბალასთანაც" გამოავლინოს. იმედია, ასეც მოხდება. ბუქარესტის "დინამოსთან" გუშინდელი მატჩით კი "სამტრედიამ" სლოვენიური შეკრება დაასრულა და საქართველოში დღეს დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
კუთხური ყიფიანი გუცაევი იყო
jaba
17:09 24-06-2016
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!! მთელი სამტრედია მოდის 7 ზესტაფონში!!!!!!! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!
guro
00:19 24-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული