საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ აზერბაიჯანულ azerisport.com-თან ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" მომავალ დაპირისპირებასა და გულშემატკივართა შორის ინციდენტების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, შანსებს თანაბრად მივიჩნევ. არც ის ფაქტი გვაშინებს, რომ წინა სეზონში "გაბალამ" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ითამაშა. კი, დიდი ხანია, ჩვენ არ გვითამაშია ევროტურნირზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შანსები მცირე გვაქვს.
რაც შეეხება გულშემატკივრების დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართული და ზერბაიჯანული გუნდების თამაშების დროს (იგულისხმება
ინციდენტები არ გვჭირდება, მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვსურს", - განაცხადა შალამბერიძემ.