"სამტრედიის" დირექტორი: აზერბაიჯანელებთან ინციდენტები არ გვჭირდება!

AutoSharing Option
ფოტოზე: "გაბალას" ქომაგების პროვოკაციული ბანერები
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ აზერბაიჯანულ azerisport.com-თან ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" მომავალ დაპირისპირებასა და გულშემატკივართა შორის ინციდენტების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, შანსებს თანაბრად მივიჩნევ. არც ის ფაქტი გვაშინებს, რომ წინა სეზონში "გაბალამ" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ითამაშა. კი, დიდი ხანია, ჩვენ არ გვითამაშია ევროტურნირზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შანსები მცირე გვაქვს.

რაც შეეხება გულშემატკივრების დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართული და ზერბაიჯანული გუნდების თამაშების დროს (იგულისხმება
"დინამო"-"გაბალას" და "ჩიხურა"-"ნეფთჩის" მატჩები), შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იგივე არ გამეორდეს.

ინციდენტები არ გვჭირდება, მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვსურს", - განაცხადა შალამბერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შარშან არც დინამოს სჩირდებოდა ინციდენტები გაბალასთან,მაგრამ როგორც იქცეოდნენ ადგილობრივები, პოლიცია და მატი ფეხბურტის მესვეურბი ,ყველამ ვნახეთ,აგრესია ჩვენგან არ წამოსულა
ალეკსანდრე
16:39 23-06-2016
0
არ ვართ საქართველო იმ მდგომარეობაში, რომ დამატებით პრობლემები შევიძინოთ მეზობლებთან. ფეხბურთს ნუ გამოვაყენებინებთ ჩვენ არა კეთილმოსურნეებს ჩვენ წინააღმდეგ.
gizog
17:15 23-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული