ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს

AutoSharing Option
29 ივნისს, 17 საათზე, "გურია" გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გარდამავალ ჩემპიონატს "გურია" უმეტესად ახალი ფეხბურთელებით ჩაატარებს.

გადაწყვეტილია, რომ გუნდს თემურ მახარაძე გაწვრთნის.

ბაზაზე უკვე იმყოფება ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი ფეხბურთელი. ეს უკანასკნელი, ჰასან ბელემოუ, 23 წლისაა და ამპლუით შუახაზელია.

როგორც იცით, გასულ სეზონში "გურიაში" 10-ზე მეტი ლეგიონერი ირიცხებოდა, რომელთაგან ოთხმა - კლუბი უკითხავად დატოვა. დანარჩენებიდან უმეტესობასთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

ძველი ლეგიონერებიდან რჩებიან - უკრაინელები ევგენი მოროზენკო, ანდრეი პოლტავცევი და ვასილი შტანდერი, ასევე,
სერბი ალეკსანდარ იოვანოვიჩი. ახალი სეზონიდან ლეგიონერებზე მკაცრი შეზღუდვები შედარებით შემსუბუქებულია.

სამშაბათს ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდი მოინახულა ლანჩხუთის გამგებელმა და კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
lasha - თუ ძმა ხარ, რა ეტყობათ ამათ გუნდში ნამყოფის? :)))
nikata
29 ივნისი 2016 12:34
0
ამასხანს– ბიძიკო თუ მაღალი დონისაა კი ბატონო მაგრამ ლიმიტი უნდა იყოს აუცილებლად, რომ იმ მაღალი კლასის ფეხბურთელის გვერდით ისწავლო რამე, აი ეგენი გონზე რო არ არიან და მალე წავლენ მაგასაც ნახავ, ხო ნახა ფეხბურთელები ისე წავიდნენო არც უკითხიათ არავისთვისო პ.ს ჩვენთან უბანში ცხორობენ აფრიკელები 1 ლიგის გუნდში თამაშობენ, 3 დღის უკან ვეთამაშეტ ჩვენ არცერთი ვართ ფეხბურთელი და 6-4 6-1 მოუგეთ, რომელ დონეზეა ლაპრაკი კარგით რა
ინასა
29 ივნისი 2016 12:24
0
ამ კლუბში ბაქი-ბუქის მეტი არ ეხერხებათ არაფერი. ერთი სოფლის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
kaxa
29 ივნისი 2016 12:03
0
რმელი გუნდებიდან მოიყვანეს ეს ფეხბურთელები ეგ რო დაგეწერათ კაი იქნებოდა
lasha
29 ივნისი 2016 11:47
0
გვაბოლებ, თუ მართლა ასე ფიქრობ? თუ კაცი ხარ, "გურიას" გაყიდული, ერთი მაინც უცხოელი გაგავხსენე და მეორეც - სად და ვინ გასინჯა ეს ფეხბურთელები, ვინ შეაფასა, ურუშაძემ? მესამე და "მეტს არ ვიზამ"- კონკურენცია რომ იყოს და მოტივაცია ჰქონდეთ ქართველ ახალგაზრდებს, სად წაიკითხე/გაიგონე გუნდში 1-2 უნდა ადგილობრივი უნდა იყოს და 9-10 უპერსპექტივო უცხოელიო? პირიქითაა, "მაი", პ ი რ ი ქ ი თ ! )))
rahqviaamas Walkabout ?
29 ივნისი 2016 11:32
0
იდიოტიზმის კიდევ ერთი კატასტროფული ნაირსახეობა!
სირცხვილი გამგებელს და სირცხვილი იმ ხალხს ვისაც გურიის ფეხბურთში სიტყვა ეთქმის და დუმს ...
Guadua
29 ივნისი 2016 11:29
0
რო იძახით ქართველს მიეცით თამაშის საშვალებაო აგერ ჭანტურიმ იარა იარა და რუსეთში ამოყო თავი ოქრიაშვილი კაცმა არ იცის კიდე სად მოხვდება არ უნდათ ეს ორი ათას ლარიანი ხელაფასი და რა ვქნათ
ramo
29 ივნისი 2016 11:15
0
ვისწავლოთ ქართველებმა ფეხბურთის თამაში და აღარ ჩამოიყვანენ ამდენ ლეგიონერს, საქართველოში ვისაც ბურთზე ფეხის დარტყმა შეუძლია ყველას ფეხბურთელი რომ ჰგონია თავი მასე არაა:)
Akaki
29 ივნისი 2016 11:13
0
ინასა-ს.ინასეი ბიჭო, არ მითხრა ახლა, ლანჩხუთში პერსპექტიული ფეხბურთელების ბუმია და არ იცით სად წაიყვანოთ. მივესალმები ლეგიონერებს, თუ მათი კლასი ძალზე მაღალია ადგილობრივებთად შერადებით. წინაამღდეგ შემთხვევაში, არა...
almasxan acaneli
29 ივნისი 2016 11:05
0
გურიაში ფეხბურთელს რომ ვერ ნახავ და ვერ აღზრდი და პორტში დარჩენილ ქვანახშირის მტვირთავებს რომ ათამაშებ, უნდა აკრძალო აბა რა უნდა ქნა?!
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
29 ივნისი 2016 10:53
0

სიახლეები პოპულარული