საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების მეკარის, როინ კვასხვაძის შენარჩუნება მოახერხა, რომელსაც ირანული კლუბი სოლიდურ პირობებს სთავაზობდა.

27 წლის მეკარით საქართველოში სტუმრად მყოფი ირანული კლუბი "თავრიზი" დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება. როგორც ირკვევა, ირანელები კვასხვაძით ესპანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ დაინტერესდნენ.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ამბავი "თავრიზის" საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან შავგულიძემ გაგვიმხილა.

"ირანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კვასხვაძით ესპანეთთან 7 ივნისს მოგებული შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სანაკრებო გამოცდილება ძალიან ფასობს და როინს 100-ათასდოლარიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ
მან უარი თქვა და "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა", - ამბობს შავგულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
100 ატასი სეზონზე
giorgi
06 ივლისი 2016 11:59
0
100 ათასიანი ხელფასი არა ისა. ვის აბოლებთ, 25 ათასიანზეც გაიქცეოდა, ფეხით ჩავიდოდა ირანში, ეგ შავგულიძე კვასხვაძის პიარითაა დაკავებული და ეგ ზღაპარი შვილებს მოუყვეს, იქნებ დაუჯერონ, თქვენ კიდევ ....რომ იცით:" ამას უთქვია", "იმას გაუგია", "დეიდაშვილის მეზობლის მამიდამ თქვა", არა გრცხვენიათ? გამომივიდა კვასხვაძე "პატრიოტ ნომერ ოდინ"-ი. ჩემ ნაწერებს ნუ ბლოკავთ, არაფერს არ ვწერ არასწორად, დისკრედიტაციას თუ შეიცავს რამეს, ჩემი ნაწერი ისევ თქვენი ბრალია.

gela
06 ივლისი 2016 11:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული