ესპანელმა მწვრთნელმა ორივე ტაიმში განსხვავებული შემადგენლობები ათამაშა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა.
დასაწყისში "გაგრა" დაწინაურდა, თუმცა გიორგი ფანცულაიას საგოლე გადაცემით გურამ გოშთელიანმა წონასწორობა მალევე აღადგინა. მე-19 წუთზე კი თავად ფანცულაიას ჯერი დადგა (2:1), ხოლო ტაიმის მიწურულს ირაკლი ბიძინაშვილმა თავისიანები ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. ასე მორჩა პირველი ნახევარი, თამაშის მიწურულს კი თავი გამოიჩინა
"საბურთალო" პირველ ტაიმში: ქურდაძე (ჩოჩიშვილი), ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ხიზანიშვილი, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, რუხაძე, ფანცულაია, გოშთელიანი; მეორე ტაიმი: ჩოჩიშვილი (გოშაძე), ჩახვაშვილი, იაშვილი, მამუჩაშვილი, კარასკო, ნადარაია, ელვინ ტერა, ნიკურაძე, კოხრეიძე, ცაცკრიალაშვილი, ბუხაიძე.
"საბურთალო" მორიგ საკონტროლო მატჩში, 9 ივლისს, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე "ცხინვალს" დაუპირისპირდება. მატჩი დილის 10 საათზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"