ქუთაისის "ტორპედომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაიმატა.

იურგენ კომანი "ტორპედოს" გარდამავალ ჩემპიონატში დაეხმარება. ამის შესახებ ქართული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

კომანი ცენტრალური მცველია და თავის დროზე უთამაშია "უტრეხტის" და პსვ-ს ახალგაზრდულ გუნდებში.

2000 წელს პსვ-ს ძირითადში მოხვდა. შემდეგ იყო ბელგიური "გენკი", რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მერე კვლავ ჰოლანდიაში დაბრუნდა, ჯერ "ბრედაში" და ისევ პსვ-ში ითამაშა, საიდანაც ინგლისური პრემიერლიგის "ნორვიჩში" მოხვდა და ამ კლუბში 3 სეზონი გაატარა.

"ნორვიჩიდან" იურგენ კოლინი ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა და გუნდთან ერთად ქვეყნის თასი მოიპოვა. ჰოლანდიური
გრანდიდან კოლინი ესპანური პრიმერა დივიზიონის "ხიხონმა" იხმო. შემდეგ იყო კვლავ ჰოლანდია, ამჯერად "ვალვაიკი". ამ კლუბიდან ფეხბურთელმა კვიპროსულ "ანორთოსისს" მიაშურა და 3 წელი ირჯებოდა მისთვის. უკანასკნელი 2 სეზონი კი კოლინმა ისრაელში, ჯერ თელ-ავივის, შემდეგ კი აშქელონის "ჰაპოელში" ითამაშა.

Sportall.Ge

იურგენ კოლინის "ტორპედოში" მოსვლა ვეტერან ფეხბურთელს, სპორტულ მენეჯერს, ფიფას ლიცენზირებულ აგენტ გოგა გახოკიძეს უკავშირდება. გოგა გახოკიძემ პსვ-ში თამაშის პერიოდში გაიცნო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მცველი და მას შემდეგ მასთან მეგობრულ ურთიერთობას არ წყვეტს. სწორედ გახოკიძის წინადადებით ჩამოვიდა კოლინი ქუთაისში.

სხვათა შორის, ჰოლანდიელი ადრეც ყოფილა საქართველოში. 2011-12 წლების ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მას "ანორთოსისის" რიგებში "გაგრას" წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.

იურგენ კოლინის გარდა, ტორპედოელთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ ითამაშებს გრიგოლ დოლიძე. 33 წლის ნახევარმცველი, "ტორპედოს" გარდა, ბევრ სხვა ქართულ კლუბში გამოდიოდა და ტიტულებსაც მრავლად ფლობს. დოლიძემ "ტორპედოს" მაისურით ეროვნულ ჩემპიონატებში 77 მატჩში 13 ბურთი გაიტანა. გრიგოლს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ალექსი ბენაშვილია. 27 წლის შუახაზელს გამორჩეული კარიერა "ზესტაფონში" ჰქონდა, რომლის შემადგენლობაში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ბენაშვილი ქუთაისური გუნდის წევრიც გახლდათ, თუმცა მიზეზთა გამო მხოლოდ ერთხელ მოირგო "ტორპედოს" მაისური. ამის შემდეგ თამაშობდა მარტვილის "მერანში", "გურიაში" და ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში". ალექსი საქართველოს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეტი ტიტულოვანი უცხოელი ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა,ეს ძალიან კარგია რადგან ნორმალური უცხოელი ჩვენს გუნდებში დინამოს გარდა თავს იკავებს რომ წამოვიდეს.ეს რეკლამაა ტორპედოსთვის რო მაშში ასეთი ტიტულოვანი ფეხბურთელი თამაშობს,ეს მაგალითია და ნორმალურ ფეხბურთელთან რომ დაიწყებ ჩამოყვანაზე საუბარს,მაგალითად ტორპედოს შეეძლება თქმა რომ ასეთ ცნობილ გუნდებში ნათამაშები კაცი თამაშობს და უკვე დიდი საწმეა მეორე კარგის ჩამოსაყვანად..
0
საღოლ კარგი ტრანსპერია იმედია ფორმაში იქნება და კვლავ შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს
giga
11:53 14-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული