"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
"საბურთალო" ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში შეკრებას აგრძელებს. პაბლო ფრანკო მარტინის გაწვრთნილებმა პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარეს. თბილისელები ბულგარულ "მონტანას" დაუპირისპირდნენ და 1:1 ითამაშეს.

ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. მე-17 წუთზე ანგარიში ირაკლი რუხაძემ გახსნა, ბულგარელებმა კი ტაიმის ბოლოს აღადგინეს წონასწორობა.

"საბურთალოს" პრესსამსახურის ცნობით, მეორე ნახევარში გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსები ჰქონდათ გურამ გოშთელიანსა და სინჯებზე მყოფ კორეელ შიმს. საერთოდაც, "საბურთალო" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ფრეს დასჯერდა.

ესპანელმა მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი შეკრებაზე მყოფ თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა.

საბურთალო: ქურდაძე, სოფრომაძე, კარასკო, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე,
მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, გვარაძე, ბუხაიძე, რუხაძე, ფანცულაია; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, იაშვილი, ნადარაია, მარგველაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ბიძინაშვილი, გოშთელიანი, ელვინ ტერა, ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, შიმი.

"საბურთალო" მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 16 ივლისს გამართავს. თბილისური კლუბის მეტოქე მაკედონიის "პელისტერი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრები ხარტ
vaja
14:23 15-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული