ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე სერბი თავდამსხმელი ლაზარ მარიანოვიჩი დაიმატა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფ ბათუმის "დინამოს" 26 წლის სერბი თავდამსხმელი/გარემარბი ლაზარ მარიანოვიჩი შეუერთდა. ამის შესახებ ბათუმური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ბათუმელთა ახალწვეულს ბოსნია-ჰერცეგოვინის "ლეოტარსა" და "ჟრინსკიში", სერბულ "რადნიჩკისა" და უნგრულ "დიოშდიორში" უთამაშია. მარიანოვიჩი ბოლოს ბოსნია-ჰერცეგოვინას "ბორაცის" ღირსებას იცავდა, სადაც ჩემპიონატის 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ლევან ხომერიკის გუნდი ერზრუმში 15 ივლისიდან ემზადება, სადაც 27 ივლისამდე დაჰყოფს და კიდევ 3 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
23 თამაშში თავდამსხმელი 3 გოლს რო გაიტანს ყოჩაღ ვაი თქვენს პატრონს
manuchari
17:52 19-07-2016
0
არაა თავდამსხმელი, ფლანგის ნახევარმცველია
ასდჯსადა
18:21 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული