ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, 19 ივლისს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს ფრანკ მბარგა შეუერთდა და ივარჯიშა კიდეც.
კამერუნში დაბადებული 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გერმანიის პასპორტსაც ფლობს. მბარგა თამაშობდა "ჰოფენჰაიმისა" და "ვალდჰოფის" სარეზერვო გუნდებში, ბერძნულ იანიცას "ანაგენისსა" და გაზოროსის "ეთნიკოსში", ასევე, ბულგარეთის პოპულარულ კლუბ სოფიის "სლავიაში", "ტორპედომდე" კი თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "1461 ტრაბზონის" ღირსებას იცავდა.
ტორპედოელები პირველ სპარინგს დღეს, 20 ივლისს, აზერბაიჯანული პრემიერლიგის კლუბ "სუმგაითთან" ჩაატარებენ, რომელმაც
"სუმგაითმა" თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური თამაში უკვე ჩაატარა - საუდის არაბეთის "ალ ჰალიჯთან" 1:3 დამარცხდა, ხოლო თურქულ "ადანა დემირსფორთან" (გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფი დამარცხდა) 0:0 ითამაშა.
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, "სუმგაითთან" მატჩის ინტერნეტრეპორტაჟის ორგანიზება იგეგმებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, სტადიონის საკომუნიკაციო სისტემა გამართულად ვერ მუშაობს და ამიტომ მხოლოდ მატჩის ვრცელი ვიდეომიმოხილვა იქნება ხელმისაწვდომი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"