საბურთალო-ეთნიკოსი 2:1 - პირველი გამარჯვება ბულგარულ შეკრებაზე

AutoSharing Option
"საბურთალომ" ბულგარულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. პაბლო ფრანკო მარტინის გუნდმა კვიპროსის I დივიზიონის ბინადარ "ეთნიკოსს" 2:1 სძლია.

თავიდან მეტოქე დაწინაურდა, მეორე ნახევარში წონასწორობა გიორგი ხარაიშვილმა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი გიორგი ბუხაიძემ შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსულ გუნდში ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, ნიკა კაჭარავამ და გიორგი ილურიძემ.

საბურთალო: ჩოჩიშვილი, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე, ფანცულაია, რუხაძე, გოშთელიანი; შეცვლაზე: გოშაძე, სოფრომაძე, კარასკო, ხუბაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ბუხაიძე, ლაკვეხელიანი, გარსია პენა.

მორიგ საკონტროლო შეხვედრას "საბურთალო" 23 ივლისს
გამართავს, 25-ში სამშობლოში დაბრუნდება და გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში დაასრულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუხაიდზე ბევრჯერ გაახარებს საბურთალოს ფანებს
ანატოლი ქუთაისელი
13:46 21-07-2016
0
ვერ გავიგე ნიკა კაჭარავა როსტოვში არ თამაშობს? თუ უკვე გაუშვეს??
grisha
15:18 21-07-2016
0

სიახლეები პოპულარული