უჩა სოსიაშვილი: პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, "დილაში" ებრაელი ბიზნესმენები მოდიან

AutoSharing Option
ყველამ კარგად იცის, რა დღეში ჩავარდა გორის "დილა" ზედ ევროთასების წინ. ვფიქრობთ, რომ არა გუნდიდან წამყვან ფეხბურთელთა წასვლა, გორელები შეძლებდნენ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური "შირაქის" ბარიერის გადალახვას.

ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, წესით, "დილას" გაჭირვებას უნდა ეშველოს. თავის დროზე, "ლელომ" ექსკლუზიურად გაცნობათ იმის თაობაზე, რომ გორულ კლუბში კაპიტალის დაბანდებით ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფი იყო დაინტერესებული.

- სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

და აი, ცინცხალი ინფორმაცია: საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და არავის უნდა გაუკვირდეს, თუ "დილა" საქართველოს
ჩემპიონატში მოკრძალებულ მიზნებს არ დაისახავს.

"საკითხი, პრაქტიკულად,  გადაწყვეტილია. "დილაში" ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფი მოდის. ახალ სპონსორთან თითქმის ყველაფერი მოგვარებულია. დარჩენილია მხოლოდ ფორმალური მხარე. კერძოდ, ის, რომ კლუბი შპს-დ უნდა გადაკეთდეს.

მე ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ ეს პროცედურაა დარჩენილი...

შემადგენლობას რაც შეეხება, ამ დროისთვის დაშავებულები არიან გივი ქარქუზაშვილი, თემურ ღონღაძე და ირაკლი მოდებაძე. ახალი ფეხბურთელები მომავალი სეზონისთვის აუცილებლად დაგვჭირდება. თითქმის ყველა ქართველი მოთამაშე უკვე მოწყობილია კლუბებში. ჩვენ გვრჩება ერთადერთი საშუალება - ჩამოვიყვანოთ ლეგიონერები.

"დილას" ახალ სპონსორთან ამის თაობაზეც ვილაპარაკეთ და აქტიურად დგას საკითხი 4-5 უცხოელის დამატების თაობაზე", - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა.

სოსიაშვილი მართალია - ამ დროისთვის ქართულმა კლუბებმა დაკომპლექტება დაასრულეს, მაგრამ ჩვენს სატრანსფერო ბაზარზე მაინც არის რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი.

როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, "დილაში" აღმოჩნდნენ გამოცდილი ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძე, საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და მისი თანაამპლუელი ირაკლი ძარია. ამ უკანასკნელმა სეზონი "დილაში" ჩაამთავრა, შემდეგ კი პავლოდარის "ირტიშში" უნდა გადასულიყო, მაგრამ გარიგება ბოლო წამს ჩაიშალა.

* * *
ამასობაში, "დილამ" ამხანაგური მატჩი გამართა საჩხერის "ჩიხურასთან" და 1:1 ითამაშა. ანგარიში გორელებმა გახსნეს. თავი გამცემლიძემ გამოიჩინა. "ჩიხურამ" პირველივე ტაიმში აღადგინა წონასწორობა. გოლი ჩიკვაიძის ანგარიშზეა.

დილა: ბეგაშვილი, ლომიძე, კვახაძე, სამხარაძე, კაკულია, რაზმაძე, ნონიკაშვილი, გამცემლიძე, ერისთავი, ჩახვაშვილი, წიქარიძე; შეცვლაზე შევიდნენ:ქათამაძე, კურმაშვილი, კაპანაძე.
ჩიხურა: ჰამზიჩი (სეფიაშვილი), გრიგალაშვილი (კორიფაძე), კაკუბავა, რეხვიაშვილი, განუგრავა (დობროვოლსკი), გვალია (გაბედავა), გორგიაშვილი, ივანიშვილი (ლობჟანიძე), სარდალიშვილი (ლექვთაძე), დეკანოიძე (მუმლაძე), ჩიკვაიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეგ ის ძარიაა არაა გუნდი ევროპა ლიგის წინ რომ მიატოვა და გუნსდ გვერძე არ დაუდგა მაგას რაღა უნდა გუნდში გაიგო სპონსორი მოდისო და ხელის მოთბობა მოუნდა ეგ არიყო დილამ მთელი წელი რომ შეინახა ხელფასი უხადა და მერე მოღალატესავით რომ მიატოვა გუნდი და შირაქთან არ დაეხმარა მაგის გუნდში მოყვანა გორის დილას ხელმძღვანელობიდან კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება
jorjika
16:55 25-07-2016
0
დრო ცოტა რჩება იჩქარეტ.მერე პირველ რიგში განათება დააკენეთ და ბილეთს ფასი დაადეთ.დროა ნორმალური გარემო იკოს და ამაში ჩვენც უნდა დავიხარჯოთ.მიდი დილააა
gutna
19:35 25-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული