კოლხეთი-ინტერი (ბ) 1:0 - ვლადიმირ კორობკამ უკვე მეხუთე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფ ფოთის "კოლხეთს" ორი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა - უკრაინელი იგორ ოზალკივი და ზიმბაბველი ჯერი სიმფუკვე. ორივე სინჯებზე იმყოფებოდა და ფოთელთა სამწვრთნელო შტაბი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში.

25 ივლისს კი გელა სანაიას გაწვრთნილებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ბაქოს "ინტერთან" გამართეს. მოგეხსენებათ, ფოთელთა მეტოქეს ქართველი სპეციალისტი ზაურ სვანაძე ავარჯიშებს, მოედანზე კი ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი იყო...

ბევრისთვის მოულოდნელად, ფოთელებმა 1:0 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე "კოლხეთის" უკრაინელმა ლეგიონერმა ვლადიმირ კორობკ
ამ
გაიტანა. ეს უკვე მისი მე-5 გოლია ამ შეკრებაზე. როგორც ჩანს, კლუბის სპორტულ დირექტორ ლაშა ჯაკობიას კარგი არჩევანი გაუკეთებია...

საინტერესოა, რომ მიმდინარე შეკრებაზე ეს ბაქოელთა პირველი მარცხი იყო. მანამდე მათ არაფერი დაუთმეს ცნობილ თურქულ კლუბებს - "ქასიმფაშას" 2:1, ხოლო "გენჩლერბირლიგის" 4:0 მოუგეს, "ელაზიგსფორთან" კი ფრეს (0:0) დასჯერდნენ.

კოლხეთი (სასტარტო შემადგენლობა): თებიძე, კილასონია, გოგონაია, რამალდანოვი, გედენიძე, ბოლქვაძე, ივანკო, კერძევაძე, კორობკა, ოზალკივი, სიმფუკვე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედომდე ბევრი უკლია კოლხეთს, 1-5 ყველაფერზე მეტყველებს )))))))))
გოჩა-ს
19:51 26-07-2016
0
გამოდის, რომ კოლხეთი ტორპედოცც მოუგებს თავის მოედანზე
გოჩა
14:54 26-07-2016
0

სიახლეები პოპულარული