"რუსთავმა" გორში "დილა" გაანადგურა

AutoSharing Option
27 ივლისს, გორში "დილამ" ამხანაგურ შეხვედრაში "რუსთავს" უმასპინძლა.

მატჩი ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი პირველლიგელის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. რუსთაველთაგან თავი გიორგი ჩიკვაიძემ, მერაბ გიგაურმა და ვარლამ კილასონიამ (უმცროსი) გამოიჩინეს.

ერთი შეხედვით, ანგარიში სენსაციურია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა "დილას" არაერთი პოტენციური ახალწვეული გამოსცადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Dila 2 განადგურდაო ეგრე უნდა დაგეწერათ მაგ თამაშის მერე დილამ ივარჯიშა ძირითადმა.და ვინც წააგო რუსთავთან ზამენის ფეხბურთელათაც არავინ ითვლება დილაში.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული