საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა: თოდუა, ელიავა, მენთეშაშვილი...

AutoSharing Option
საინტერესო ამბები ხდება "ნორჩ დინამოში", რომელიც წინა სეზონში II ლიგის აღმოსავლეთ ზონაში გამოდიოდა და ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

თუმცა, ამჯერად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და მთავარი მწვრთნელის, გამოცდილი სპეციალისტის, ავთანდილ შენგელიას განკარგულებაში ერთიმეორეზე ცნობადი და გამოცდილი ახალწვეულები არიან...

31 წლის მცველი ანზორ კალაძე თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა. მისი თანატოლები არიან დავით ლომაია (1 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში) და გიორგი მელქაძე, უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი რომ გაუტარებიათ, ისე,  როგორც 34 წლის ზურაბ ძამსაშვილსა და 31 წლის ზაალ ელიავას
(8 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში).

ცალკე უნდა გამოვყოთ "ნორჩი დინამოს" კიდევ ორი ცნობადი ახალწვეული: 40 წლის სევასტი თოდუას უმაღლეს ლიგაში სად არ უთამაშია ("სამტრედია", "ვიტ ჯორჯია", "ლოკომოტივი", "ოლიმპი", "ბაია", "გურია"), თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" ასპარეზობის დროს ჰქონდა.

სევასტი თოდუას 6 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში; იმ ნაკრების, რომლის შეუცვლელი წევრიც გახლდათ თითქმის ... 10 წლის განმავლობაში "ნორჩი დინამოს" კიდევ ერთი გამოცდილი და მართლაც ცნობადი ახალწვეული: 36 წლის ზურაბ მენთეშაშვილმა თითქმის ორწლიანი პაუზის მერე განაახლა კარიერა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ მენთეშაშვილს სამი ქვეყნის (ისრაელი, ლატვია, საქართველო) ჩემპიონატი აქვს სხვადასხვა დროს მოგებული, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში (2000-10 წლებში) 40 მატჩი აქვს ჩატარებული!

აი, ასეთი, მართლაც საინტერესო შემადგენლობით წარდგება მეორე ლიგის გათამაშებაში "ნორჩი დინამო"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეგონა, ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ფეხბურთში სასიკეთო ძვრები დაიწყებოდა, მაგრამ გამოვიდა ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. ამდენ სისულელეს ჭკვიანი ვერ მოიფიქრებს. ესენი იმათ გაასწრებენ, აგერ ვნახავთ სულ მალე. ვეტერანთა კლუბები, ულუმბო და ლესიჭინე არსად დაგეკარგოდ
ლადო
11:20 12-08-2016
0
მერე იტყვი რამეს და ამ ფედერაციის და ქართული ფეხბურთის მტერი ხარ მოკლედ რა გააკეთეს გუნდები ნუ იტყვი ყველა გარდამავალი ჩემპიონატის ფულებს ელოდება არავის ვაყენებ შეურაწყოფას მარა ამ ასაკში ფეხბურთEლი ამ ლიგაში რო მოგყავს რაგა გითხრა რა და ხელფას აძლევ მიეცი პრემია და 3 23 წლის ზემოთ ფეხბურთელის თამაში არ უნდა შეიძლებოდეს ასეთ დაბალ ლიგაში მოკლედ რა ფედერაციაში რატო მუშაობს ხალხი თუ იცის
fexburteli
09:40 12-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული