ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ს.კ. "ზუგდიდის" საპატიო პრეზიდენტმა ირაკლი გოგოხიამ და ს.კ. "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ, კონტრაქტს ოფიციალურად ხელი მოაწერეს. კონტრაქტის გაფორმებას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქია და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ლევან გულორდავაც ესწრებოდნენ.
- უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელი სპონსორები დღეიდან იღებენ ვალდებულებას ს.კ. "ზუგდიდის" დაფინანსებაზე,
შეგახსენებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდის" 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები არიან, ხოლო კლუბის 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს.
სკ "ზუგდიდის" პრესსამსახური