არადა, გამოცდილი სპეციალისტი შეიძლებოდა ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო, მის შეგირდს ამჯერად მაინც რომ გამოეყენებინა 11-მეტრიანი - თუ წინა შემთხვევაში ("ცხინვალთან") უკრაინელმა ევგენი მოროზენკომ ძელს მოარტყა, ბრაზილიელმა დინიზმა იმ მხარეს ააცილა, რომელიც აზამატ ჯიოევს ისე ჰქონდა დაცული, ბურთი კარში რომ წასულიყო, მისი ნადავლი იქნებოდა.
ამას არ შეუშლია ხელი "შუქურას" მეკარისთვის,
"გურიის" თავკაცი საერთოდ წაგებით რომ არ წავიდა, ამას უკვე რატი იმერლიშვილს უნდა უმადლოდეს - "შუქურას" ერთადერთ შანსს ლანჩხუთელთა მეკარე და კაპიტანი ჩინებული რეაქციით დაუხვდა.
...მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს "გურიისა" და "შუქურას" ვეტერანების, მურმან ძაგანიასა და გიორგი კომახიძის ხსოვნას. ამ უკანასკნელის შვილმა შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და, თქმა არ უნდა, ასეთი მწუხარებისას ირაკლის თამაში პატივისცემას იმსახურებს.
P.S. "გურიას" უკრაინელი სპეციალისტი გაწვრთნის, რომელიც გუნდს უკვე მომდევნო ტურში, "ლოკომოტივთან" უთავკაცებს. მას ორი თანამემამულე მოჰყავს - ფორვარდი და შუახაზელი. ახალწვეულთა ვინაობას კლუბი ამ დღეებში დაასახელებს.
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. III ტური
20.08. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-შუქურა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: დინიზი (36. გურია)
გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ცინცაძე (46. ჭეჭელაშვილი), პატერსონი, ჩადუნელი, თევზაძე, მოროზენკო, ფილიპე, სტეფნიაშვილი, დინიზი (76. იმნაძე), ეუჟენიო (53. დიასამიძე).
სათადარიგოები: ხვედელიძე, ჭეიშვილი, ნოზაძე, გელაშვილი.
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, მირცხულავა, ჭეჟია, მამულაშვილი (76. ჩაჩუა), არზიანი (67. მალანია), საბაძე, შალამბერიძე (63. ომანიძე), კუტალია, ჩელებაძე, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ალიევი, ჭანუყვაძე, დაგარგულია
გაფრთხილება: მირცხულავა (36), თევზაძე (40), იმერლიშვილი (58), პატერსონი (62), არზიანი (65), დიასამიძე (90+3), ომანიძე (90+3)
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
მომდევნო ტური
27 აგვისტო
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-გურია
შუქურა-ცხინვალი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (თბ) ისვენებს
წითელი ჯგუფი
კოლხეთი-საბურთალო
დილა-სიონი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
სამტრედია ისვენებს
ბომბარდირები
თ. შონია (დინამო, ბთ) 4
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"