რომან ფიფია 1-ელ სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავს
AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია ხვალ, 1 სექტემბერს, 14:00 საათზე, "დინამოს" მედიადარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება და თავის გადაწყვეტილებას აცნობს.
შეგახსენებთ, რომ პაოკ-თან ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე ფიფიამ განაცხადა, რომ გუნდში მომხდარ ცვლილებებს საზოგადოებას სწორედ ამ მატჩის დასრულების შემდგომ აცნობდა.
გუნდი ოფიციალურად უკვე მატიას კურიემ და ნიკოლოზ გელაშვილმა დატოვეს.