ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში 4 ტურია ჩატარებული და ქუთაისის "ტორპედო" 7-გუნდიან "თეთრ ჯგუფში", ჯერჯერობით, მე-6 ადგილზეა. ეს კი არა, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებს 3 მატჩში (ერთი ტური დაისვენა) ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.

გავრცელდა ხმები, რომ ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლეს და უკვე შემცვლელიც მოუძებნეს. ამ მომენტისთვის, ქუთაისური კლუბი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა კულუარულად შევიტყვეთ, რომ ჟორჟიკაშვილს, დიდი ალბათობით, მალხაზ ჟვანია შეცვლის.

მარტვილის "მერანისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხინვალის "ლიახვში" მუშაობდა, ახლახან კი თელავის "კახეთის" გაწვრთნა შესთავაზეს, მაგრამ ცხადია, უმაღლესი ლიგაში,
თანაც ასეთ ამბიციურ კლუბში მუშაობამ უფრო დააინტერესა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმედია ასეც იქნება. მოაცილონ ჟორჟიკა ტორპედოს !!!
შოთა
13:02 01-09-2016
0
რას ერჩით კობას?? რაც მაგას გამოცდილება აქვს რომელ მწვრთნელს ააქვს მაგხელა გამოცდილება??? ეს მალხაზ ჟვანია ვინ არის საერთოდ???
nika
13:52 01-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული