ხელშეკრულების დეტალების შესახებ კლუბის პრესსამსახური არაფერს იტყობინება.
გელაშვილის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 31 მატჩი და 1 გოლია. სხვადასხვა დროს მას "ზესტაფონში", "ბოხუმში", "ყარაბაღში", "ფლამურტარსა" და "პაფოსში" უთამაშია, ბოლოს კი თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გელაშვილის გადაბირებით "სამტრედია" და ქუთაისის "ტორპედო" იყვნენ დაინტერესებულნი.