თბილისის "დინამო" 2-3 დღეში აკაკი ხუბუტიას დაიმატებს

AutoSharing Option
30 წლის ქართველი მცველი აკაკი ხუბუტია კარიერას, სავარაუდოდ, თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

როგორც "დინამოს" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, ხუბუტიასთან მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, კლუბი ფეხბურთელს უახლოეს 2-3 დღეში გაიფორმებს.

ხუბუტიას თავის დროზე ბელორუსული "ზვეზდას", ლიტვური "კედაინიაის", "ვილნიუსის", "კაუნასის" შემადგენლობაში უთამაშია. 2009 წელს ფეხბურთელი რუმინულ "გაზ მეთანში" გადაბარგდა, საიდანაც 2011 წელს იჯარის წესით თურქულ "სამსუნსპორში" გადავიდა. ამის შემდეგ იყო რუსული "მორდოვია", ებრაული "ტიკვა", ბერძნული "კერკირა" და ბოლოს, სლოვაკური "ზემპლინი". საქართველოს ნაკრების მაისური კი ხუბუტიამ 20-ჯერ მოირგო.


მკითხველის კომენტარები / 7 /
უარესის ღირსებიც ხართ. მაინც იტყვით უნდა გადაიყაროს მთხლებურთში ფულიო.
giga
13 სექტემბერი 2016 09:24
0
კარგი ფეხბურთელების დმატება ძვირი სიამოვნება იქნება; თბილისის დინამოს თამაშებზე ბილეთის ფასი 2 ლარი აღარ ეღირება, ეღირება 30 ლარი. ვინ გადაიხდის 30 ლარს? 100 კაცი? თვეში ერთი ჩისკოს შენახვა კლუბს 83000 დოლარი უჯდებოდა. როცა დინამოს გულშემატკივარი არ დადის სტადიონზე და 2 ლარს არ იხდის რა კლასიანი ფეხბურთელების ჩამოყვანაზე ლაპარაკობთ?! დაივიწყეთ მაღალი დონის ფეხბურთი! ხუბუტია შესანიშნავი დანამატია დინამოსთვის.
ლუკა
13 სექტემბერი 2016 06:02
0
ტყუილად კი არ ვამბობ: ამათ ისევ რაღაც ექსპერიმენტის ჩატარება აქვთ განზრახული "დინამოში" მეთქი. მართლა დაგვაბერეს ლოდინში. ამ ფიფიასც, ფული თან არ ენანება, თან ენანება... მოკლედ გაჭედილია შუაში და ვერ გაუგია საით წავიდეს. ასეა თუ ისე, მართლდება, რომ ბუნებაში არ არსებობს ქართველი ბიზნესნენი, არსებობს ფულის გამკეთებელი ქართველი.
levani kaxeti
12 სექტემბერი 2016 23:35
0
მართლაც რო ჩამოსაწერი ფეხბურთელია რა
varlami
12 სექტემბერი 2016 22:47
0
ეს რეები ხდება დინამოს ტავს? საერტოდ რა ფეხბურტელებს იმატებენ ვერ ვხვდები კაი რა ბატონო რომან ფიფია კიდევ რამდენი ცელი უნდა ვუყუროტ დინამოს პრობლემებს? დაიმატეტ ცოტა კლასიანი ფეხბურტელები სანამ ეს პატარა დინამოელები გაიზრდებიან . დავბერდიტ ხალხი დინამოს ცარმატებების მოლოდინიტ
amirani
12 სექტემბერი 2016 22:05
0
დინამო ჩამოწერილი ფეხბურთთელების თავშესაფარი გახდა.
afera
12 სექტემბერი 2016 21:43
0
გოლის გამტანი თავდამსხმელი არ უნდათ????
rezi
12 სექტემბერი 2016 14:51
0

სიახლეები პოპულარული