მათე ვაწაძე ქართულ კლუბში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მათე ვაწაძე თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშებს.

თბილისურმა გუნდმა ვაწაძის ტრანსფერი დღეს გააოფიციალურა. ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვაწაძე 2005-დან 2011 წლამდე თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში თამაშობდა. ამ ხნის მანძილზე მან დინამოელთა მაისურით ჩატარებულ 96 მატჩში 42 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ფეხბურთელი რუსულ "ვოლგაში" გადაბარგდა, საიდანაც 1 წელიწადში სამშობლოში, ამჯერად გორის "დილაში" დაბრუნდა. 2012 წლის სექტემბრიდან ვაწაძე დანიურ "ორჰუსში" ასპარეზობდა, წელს კი კლუბთან ორმხრივი შეთანხმების სფაუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და "ლოკომოტივს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იქ რა ქნა და აქ რას იზამს კაცოოო....
ვოეეეე
14 სექტემბერი 2016 13:11
0
მშობლიური ქუთაისი ვერ აფასებს უნიკალურ თავდასხმელებს, ყველა გარბის თბილისში დიდი და პატარა.არა უშავს, ახალი მწვრთნელი გეგუჩაძის სტილში ათამაშებს ტორპედოს პლიუს რკინის დისციპლინა.
გოგი ქუთაისელი
14 სექტემბერი 2016 12:28
0
კარგია, იმედია დინამოს ბევრ გოლს შეუგდებს რო ცოტა აზრზე მოვიდნენ ფიფოს ბიჯები.
gio
13 სექტემბერი 2016 21:56
0
ძალიან კარგი მე გართულება კიარ მქონდა დინამოში გადასულიყო აუცილებლად ძალიან კარგი..!!
svani
13 სექტემბერი 2016 20:23
0
ჯიგარიხარ ასე ჯობია.შენაირი ფეხბურთელი ბევრი არ ყავს საქართველოს.ისე ძან მიკვირს რატომ არ ათამაშებენ ნაკრებში.
გიგა
13 სექტემბერი 2016 20:07
0
კარგი შენაძენია
giga
13 სექტემბერი 2016 19:27
0
საინტერესო იქნება დინამოს და ლოკოს შეხვედრა, მე მგონი დინამოს ჰეგემონია მტავრდება ჩემპიონატში, დინამოს ხელმძღვანელობის უნიატობის გამო
ალეკსანდრე
13 სექტემბერი 2016 18:44
0
კარგია კარგი. მიდი ლოკო მოუხაზე დინამოს.
kaxa
13 სექტემბერი 2016 17:59
0
მაგარი სპონსორი ყავს ლოკოს.
გოგი
13 სექტემბერი 2016 17:24
0
kartvel forvardebs shoris, kvelaze zlieria, lokomotivi ar xumrobs.
kosta
13 სექტემბერი 2016 17:15
0

სიახლეები პოპულარული