მათე ვაწაძე ქართულ კლუბში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მათე ვაწაძე თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშებს.

თბილისურმა გუნდმა ვაწაძის ტრანსფერი დღეს გააოფიციალურა. ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვაწაძე 2005-დან 2011 წლამდე თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში თამაშობდა. ამ ხნის მანძილზე მან დინამოელთა მაისურით ჩატარებულ 96 მატჩში 42 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ფეხბურთელი რუსულ "ვოლგაში" გადაბარგდა, საიდანაც 1 წელიწადში სამშობლოში, ამჯერად გორის "დილაში" დაბრუნდა. 2012 წლის სექტემბრიდან ვაწაძე დანიურ "ორჰუსში" ასპარეზობდა, წელს კი კლუბთან ორმხრივი შეთანხმების სფაუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და "ლოკომოტივს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იქ რა ქნა და აქ რას იზამს კაცოოო....
ვოეეეე
13:11 14-09-2016
0
მშობლიური ქუთაისი ვერ აფასებს უნიკალურ თავდასხმელებს, ყველა გარბის თბილისში დიდი და პატარა.არა უშავს, ახალი მწვრთნელი გეგუჩაძის სტილში ათამაშებს ტორპედოს პლიუს რკინის დისციპლინა.
გოგი ქუთაისელი
12:28 14-09-2016
0

სიახლეები პოპულარული