მოსალოდნელი ტრანსფერი: ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა კარიერა, შესაძლოა, გორის "დილაში" გააგრძელოს.

29 წლის მეკარე გორშია და "დილაში" ვარჯიშობს. რევიშვილს გორულ კლუბთან კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებია. როგორც "დილას" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, ამ ეტაპზე რევიშვილი მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშობს და ფორმის აღდგენას ცდილობს, ხოლო მოეწერება თუ არა კონტრაქტს ხელი, ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ რუსული პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიადან" საქართველოს ნაკრების მეკარე ისრაელში წავიდა და უმაღლესი ლიგის კლუბ თელ-ავივის "ბნეი იეჰუდასთან" 2-წლიან კონტრაქტს აფორმებდა, მაგრამ ბოლო მომენტში ებრაულმა კლუბმა რევიშვილთან წინასწარ შეთანხმებული
პირობები შეცვალა. ამაზე მეკარემ უარი თქვა, საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად "დილაშია".

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი "დილას" ღირსებას 2013-14 წლების სეზონში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ მართლა გადმოვიდა კარგი იქნება აშკარად გვჭირდება კვალიფიციური მეკარე ნიკრი კიდევ ძალიან მაგარი ბიჭია
0
დინამოს ნუკრი არ უნდა გაეშვა ხელიდან. სკრიბეს იმედზე ჩემი მტერი იყოს.
rusi
10:46 16-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული