ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს თბილისური კლუბები, "ლოკომოტივი" და "დინამო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.
ასევე 0:0 დასრულდა თამაში ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის.
ერთნაირი ანგარიშით 2:1 "გურიამ" სტუმრად "ჩიხურას"მოუგო, ხოლო "სამტრედიამ" - გორის "დილას".
დღის კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც "ტორპედო" ქუთაისში "ცხინვალს" უმასპინძლებს, 19:00 სთ-ზე დაიწყება. ტური კი კვირას, "ზუგდიდისა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც ზემო ეწერის მოედანზე 16:30
უმაღლესი ლიგა. VI ტური
თეთრი ჯგუფი
17.09. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 1:2
გოლები: 0:1, 0:2 ევგენი მურაშოვი (პენ.16, 33), 1:2 საბა ლობჟანიძე (83).
17.09. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 0:0
17.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-ცხინვალი
წითელი ჯგუფი
17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 ალეკო გამცემლიძე (61), 1:1 ბაჩანა არაბული (79), 1:2 გიული მანჯგალაძე (87).
17.09. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-სიონი 0:0
18.09. ზემო ეწერი. 16:30
ზუგდიდი-საბურთალო
რესპექტ გორელ გამცემლიძეს, თვით მიგინეიშვილიც კი უძლური იყო ისეთი ბურთი გაუტანა. რესპექტ მოდებაძეს, ნამდვილ მუშა მგელს და თავის კლუბის პატრიოტს,ასეთების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ სხვები,