უმაღლესი ლიგა. VI ტური: თბილისურ დერბიში გოლი არ გასულა

AutoSharing Option
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს თბილისური კლუბები, "ლოკომოტივი" და "დინამო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.

ასევე 0:0 დასრულდა თამაში ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის.

ერთნაირი ანგარიშით 2:1 "გურიამ" სტუმრად "ჩიხურას"მოუგო, ხოლო "სამტრედიამ" - გორის "დილას".

დღის კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც "ტორპედო" ქუთაისში "ცხინვალს" უმასპინძლებს, 19:00 სთ-ზე დაიწყება. ტური კი კვირას, "ზუგდიდისა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც ზემო ეწერის მოედანზე 16:30
სთ-ზე დაიწყება.

უმაღლესი ლიგა. VI ტური
თეთრი ჯგუფი
17.09. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 1:2
გოლები: 0:1, 0:2 ევგენი მურაშოვი (პენ.16, 33), 1:2 საბა ლობჟანიძე (83).

17.09. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 0:0

17.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-ცხინვალი

წითელი ჯგუფი
17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 ალეკო გამცემლიძე (61), 1:1 ბაჩანა არაბული (79), 1:2 გიული მანჯგალაძე (87).

17.09. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-სიონი 0:0

18.09. ზემო ეწერი. 16:30
ზუგდიდი-საბურთალო
მკითხველის კომენტარები / 9 /
ddd

უსახელო ვაჟკაც,რაიმე მაინც დაირქვი ნაკლებად სასაცილო რომ იყო :)

უყურე თვით გორის კლუბის მიერ დადებულ მიმოილვას? იქ აშკარად სჩანს რომ სამტრედიელმა მხარით გაიწია ბურთზე და ხელზე მოხვდა მაგრამ ეს იყო საჯარიმოს ხაზს გარეთ,რადგან ბურთი დარჩა გორელებს მსაჯმაც გააგრძელებინა თამაში.
როდესაც სამტრედიელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს იქ სწორედაც რომ პენალტი იყო რადგან გორელს საჯარიმოში მოხვდა ბურთი ხელზე,ეს აშკარად საჯარიმოში იყო, მაგრამ მსაჯმა მისცა ნიშანი გააგრძელეთ თამაშიო და გოლი გავიდა მაინც, რადგან ის გარდაუვალი იყო.
უყურე მიმოხილვას გორელთა იუთუბ გვერდზე ,იქ მომენტები შენელებულადაც არის ნაჩვენები და ტყუილებით ნუ იბერებით,არაა ეს კაცების საქმე ასე მაიმუნობა.

მოდერატორ რატომ ამავე თემზე ჩემი კომენტაროი არ გამოაქვეყნე,რატომ მიწევს მეორედ დაწერა?
Jango
11:27 19-09-2016
0
საქართველო-ს ანუ იგივე ღრუზიას ანუ იგივე გურჯისტანს ანუ იგივე ჯორჯიას. რა კარგი სახელიებია არა!!!!! განსაკუთრებით ღრუზია მამწონს.
nadim
10:40 19-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული