მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა.

დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 8 სექტემბერს გამართული მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო ჟურნალისტებს, რომელიც სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შექმნილმა საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა.

აღნიშნული ვიდეო-მასალა, რომელიც იმ მონაკვეთებს მოიცავს, რაზეც ექსპერტთა ჯგუფმა გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადაეცათ მედიის წარმომადგენლებს.

სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

შეგახსენებთ, რომ
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის გამოძიება გრძელდება.

- დანაშაული, სასჯელი და აფთიაქარის სასწორი - გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში
- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
- "რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
იმეედია შემდგომი ძიება კიდევ მეტ ნათელს მოფენს ვითარებას, კადრები დამაჯერებელია, თუკი ბრალდება დადასტურდა, ვალერი კილასონია და ბადრი მაჭავარიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯნონ, ძალზედ სამწუხარო ამბავი კი არის!
koba
18:24 22-09-2016
0
მერანი რა შუაშია ვერ ვხვდები?ხო არ დატუქსავდნენ რუსთაველებს რატო არ დარბიხართო
jaba
19:48 22-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული