სფფ-ის განცხადებაში ეწერა: "უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2,5-ზე მეტ გოლზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის არაადეკვატურად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების
ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების ერთიან ფონდს მიმართა შუამდგომლობით, რომ გამოძიების დასრულებამდე, ამ კლუბებისთვის დაფინანსება შეეჩერებინა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 22 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა - ლევან კობიაშვილმა, დავით მუჯირმა, კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ მედიას ამ მატჩთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციები გაგვაცნეს და, რაც მთავარია, შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც გვაჩვენეს. ეს კოლაჟი სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა და იმ მონაკვეთებს მოიცავდა, რაზეც ამ ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს...
- მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
18-ფურცლიანი რაპორტი
შეხვედრის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა მიხეილ აბაიშვილს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და საქმეზე გადავიდა:- ამ მატჩიდან 3 დღეში უეფადან მოგვივიდა თამაშის 18-ფურცლიანი რაპორტი, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა ხდებოდა ამ მატჩის განმავლობაში. ჩემდა სამწუხაროდ, საქმე იმ ქალაქის გუნდს ეხება, სადაც კარიერა დავიწყე. ჩემთვის არანაკლებ ძვირფასია მარტვილის "მერანიც". თუმცა აქ მთავარია ქართული ფეხბურთის ინტერესი და სწორედ აქედან გამოვდივარ...
გამიკვირდა, რომ თამაშს არ იღებდნენ "რუსთავის" წარმომადგენლები და როცა ეს ამბავი ცნობილი გახდა და რაპორტი მატჩის ჩანაწერიანად გადავეცით, არ დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ და რას აკეთებდა. ამის ნაცვლად, ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ რაპორტში "რუსთავის" ნაცვლად "ოლიმპი" ეწერა. მაგრამ ეს ტექნიკური დეტალია, რომელიც ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა.
- გადაწყვეტილება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე მიიღეთ? ხომ არ არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვითაც, რაპორტი გარიგებაში ბრალდებულ კლუბებთან ერთად უნდა განგეხილათ?
- სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს გაწვდიან. მატჩის კადრებს ნახავთ და დარწმუნდებით, რომ დისციპლინარებს ეს გადაწყვეტილება ტყუილად არ მიუღიათ. სფფ-ის ევალება, რომ რაპორტი გუნდებს გადასცეს. სხვათა შორის, იქ დაფიქსირებული ერთ-ერთი კონფიდენციალური ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოშიც აღმოჩნდა...
ამბობენ, რაღა ეს თამაში შეარჩიეთ, თაროზე უამრავი თამაშია შემოწყობილიო. საქმეები თავად აქვთ თაროებზე შემოწყობილი, ჩვენ კი წარმომადგენლებს ლამის ყველა თამაშზე ვგზავნით, ვიღებთ ვიდეოზე და თვალებს არ ვხუჭავთ. სულ ამაზე არ იყო ლაპარაკი, ფედერაცია თამაშების ჩაწყობაზე რეაგირებას არ ახდენსო? ახლა ეს გავაკეთეთ და მიმაჩნია, რომ სფფ-ის ასეთი დამოკიდებულება წლების წინათაც რომ ჰქონოდა, ახლა ბევრად უკეთეს დღეში ვიქნებოდით.
გადაწყვეტილება მხოლოდ რაპორტის საფუძველზე არ მიგვიღია. თამაშს სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ და მათ გადაიღეს. საერთოდ, თვალები მეც მაქვს და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. იმასაც ვერავინ შემოგვაპარებს, უბრალო მანქანას წითელი "ლეიკო" რომ ჰქონდა გადაკრული და "სასწრაფო დახმარებად" ასაღებდნენ. ასეთი რამ მცირე ხნის წინ მოხდა...
წლების წინ, მსგავსი რაპორტები მრავლად მოდიოდა და კლუბს მხოლოდ ფინანსურ სანქციებს აკისრებდნენ, თანაც, მხოლოდ მესამე რაპორტის შემდეგ. ამ დროს, ერთ კლუბს მაშინდელი 10 ათასი ლარი დღემდე არ გადაუხდია. ისე გამოდის, რაპორტში სამჯერ მოხვედრილი გუნდი არც დასჯილა.
სხვათა შორის, ამ მატჩის ერთ-ერთი მონაწილე უეფას რაპორტში შვიდჯერ მოხვდა! ჩვენც ძველებურად თვალის დახუჭვა რომ გავაგრძელოთ, მოგეწონებათ?!
- მთავარია, ის თუ გაიგეთ, ვინ იყო ამ გარიგების შემკვეთი?
- ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცდება, თორემ სწორედ მათი გამოვლენა გვსურს. ახლა კი ის ხალხი აღშფოთდა, ვინც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. ეტყობა, ახლა უშუალოდ შევეხეთ. მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ გარიგებები და ჩაწყობები ქართული ფეხბურთიდან ამოიძირკვება.
თვალები არ უნდა დავხუჭოთ!
გია გორგოძე, ჟურნალისტი: - მარტო ის ფაქტი, რომ ავსტრალიაში ან აზიაში ჩვენი დაბალი ლიგის მატჩზე მილიონებს დებენ, ყველაფერზე უნდა მეტყველებდეს. ასეთ დროს სიტყვა "საეჭვო" უადგილოდ ჩანს - საეჭვო კი არა, ფაქტია. ჩვენ კი არ უნდა დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ ამით ვინმეს უფლება ირღვევა, არამედ, ნანახზე თვალები არ უნდა დავხუჭოთ და ვთქვათ, რომ ეს სიბინძურეა.
დავით მუჯირი:
- მსგავს საკითხებში ჩვენ და მედია ერთიანები უნდა ვიყოთ. ეს ჩვენ კი არა, ქართულ ფეხბურთს სჭირდება. სხვაგვარად, ამ პრობლემებს ვერ შევეწინააღმდეგებით.
ერთი ამბავი ატყდა, რაპორტების საფუძველზე კლუბი როგორ უნდა დაისაჯოსო?! იურისტებსაც ველაპარაკეთ და სადისციპლინო კომიტეტის დებულებაში უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშებზე პირდაპირ წერია, რომ უეფა ამაზე ეროვნულ ფედერაციას აცნობებს, დარღვევის გაცნობისას კი, "შეიძლება ყოველგვარი გამოძიების შედეგებისა და ფაქტების დადგენის გარეშე დაწესდეს სანქციები - იურიდიული პირების მიმართ გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა (5-დან 15 ათას ლარამდე), გუნდისთვის 1-დან 6 ქულამდე დაკლება, თასიდან დისკვალიფიკაცია".
მოკლედ, პირდაპირ წერია, რომ უეფას რაპორტზე დაყრდნობით კლუბის დასჯის უფლება გვქონდა. სპორტული სამართლიანობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ბზიკაძე უეფაშია მიწვეული და ამ და სხვა დეტალებზე კონსულტაციებს გადის.
სულ იმას ვამბობდით, სფფ-ს ნება არ აქვს, გარიგებებს ებრძოლოსო. ეს გავაკეთეთ და, ჩვენ "ოლიმპი" კი არა, "რუსთავი" ვართო. ეს ტექნიკური და, ამ შემთხვევაში, უმნიშვნელო დეტალია. მთავარია, რაზეა რაპორტში დეტალური ინფორმაცია. სხვათა შორის, მოხსენება 18 ფურცელს მოიცავს, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ.
- რა თანხა დაიდო ამ შეხვედრაზე?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
კახა ჭუმბურიძე:
- როცა დისციპლინარების გადაწყვეტილება საჯარო გახდა, ერთი ამბავი ატყდა. მაგრამ ვერავინ ამბობს, სფფ-ის მსგავსი აჟიოტაჟი და რომელიმე კლუბის დასჯა რაში დასჭირდა? ვინმეს ჯინი გვჭირს? ამას ვერავინ იტყვის და მით უფრო, ვერ დაასაბუთებს. მხოლოდ ერთი რამ გვამოძრავებს, რომ გარიგებებს შევეწინააღმდეგოთ, რადგან საქმე ქართული ფეხბურთის მომავალს ეხება.
იმასაც იტყვიან, რომ ფეხბურთელი მოუმზადებელია და ამიტომ არ დარბოდაო. მაგრამ ის, რასაც ნახავთ, შეუძლებელია, ყველას ერთად მოგვეჩვენოს. ამ მატჩის კადრების ნახვის შემდეგ ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.
გასაოცარი კადრები
ახლა რაც შეეხება ჟურნალისტთა რეაქციას: შეხვედრამდე მედიის წარმომადგენელთა პოზიცია იყო, რომ სფფ-ის არგუმენტირებული მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა. მაგრამ კადრების ნახვის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა: "მერანი"-"რუსთავის" მატჩისას დაფიქსირებელი იყო ფეხბურთელების უცნაური უმოქმედობა, როცა მეტოქეს არათუ ხელს არ უშლიდნენ, არამედ, ელემენტარულ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს პირველი ლიგის ლიდერებისა და უშუალო კონკურენტების მატჩი იყო.
მაინც, რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ რუსთაველთა მოთამაშემ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან "მერანის" თავდამსხმელს დაუგორა; და როცა მარტვილელები დაწინაურდნენ, მათ თავდამსხმელს კონკურენტთან გოლით გამოწვეული სიხარული არ ეტყობოდა; ნაცვლად იმისა, რომ ნახევარმცველებსა და მცველებს მეტოქის ფეხბურთელები შეევიწროებინათ, გამცილებლების როლს ასრულებდნენ და ზონებს უთავისუფლებენ; რუსთაველები ბოლო წუთებზე მარცხდებოდნენ, მაგრამ წინ წასვლისა და შეტევების ორგანიზების ნაცვლად, ბურთის თამაშში შეტანისას დრო თავად გაჰყავდათ; ჩანდა ნახევარმცველები, რომლებიც მცველის მიერ "ამოტანილ" ბურთს მეტოქეს უთმობდნენ, ბოლო წუთზე მეკარეს ბურთის თამაშში შესაყვანად ორი მცდელობა დასჭირდა და ასე შემდეგ.
მოკლედ, ამ კადრებიდან გამომდინარე, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ძნელია.
და ბოლოს: სფფ-ისა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადაეცა. ხოლო სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აღნიშნული საკითხის გამოძიებას აგრძელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რატომ არ თხოვენ კობიაშვილს პასუხს. ცხადაძის გაშვებაზე. კითხონ რა მისცან ნაკრებს ცხადაძის გაშვებამ და ვაისს მიყვანამ
ბოლომდე დასაჯეთ!
არანაირი დაფინანსება!!!!!!
რას გიშვებიან ეს ჩინოვნიკობა, სისხლს ხომ არ იცვლით?
რამდენი საინტერესო წერილია თქვენთან გადმოგზავნილი წინადადებებით და შემოთავაზებებით, როგორ გაუმჯობესდეს ფეხბურთში კლიმატი, მაგრამ შენ პირადად ფეხებზე გკიდია ეგა,არც ფეისბუქზე ხარ აქტიოვში და არც ფედერაციის ემეილში, მაშინ რას აკეთებ მანდ?
მოკლედ ერთი რამ დაგრჩენია და ეს არაა სრულებითაც ხუმრობა, სრულიად სერიოზულად ვწერ:
ყოველი მატჩის წინ მეორე ლიგაშიც, პირველ და უმაღლესშიც რელიგიური და სამოქალაქო ფიცი დაადებინო ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს პატიოსანი თამაშისა. ან სპეციალიზირებული რელიგიური მიამრთულებიოთ სპორტული ფიცი უნდა გახდეს აუცილებელი პირობა ყოველი მატჩისათვის.
ერთი ის იურისტები მანახა მუჯირი რომ ამბობს ვესაუბრეო, მაინტერესებს დიპლომში რა პროფესია უწერიათ?)))
მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო ეს ამ ამბის წინა სტატიაზე დავწერე და ეხლაც ამ აზრზე ვარ...
--------------------------------------
ფეხბურთის ფედერაციას სურვილი აქვსო, მაგრამ ხომ ხედავთ მხოლოდ სურვილი და ნება არ არის საკმარისი, ხომ ხედავთ პატიოსნებაც (თუ არიან) არ არის საკმარისი...
ყველა საქმეს რომ ცოდნა სჭირდება ეს არავის აინტერესებს, იმას ვიზამთ ამას ვიზამთო რომ გაიძახოდნენ ხომ მიდის უარესობისკენ საქმე? მოკლედ საქმის ცოდნაა საჭორო, ანუ პროფესიონალიზმი!
მე ვეთანხმები ავტორს, ეს თეთრი ძაფით შეკერილი საქმეც არაა, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო თავზე გადაახევს იმ დასჯის ბრძანებას მის დამწერს, რუსთავიც ძალიან მარტივად გაიმართლებს თავს და მერანიც, რამეთუ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, შენ, მბრალდებელმა ორგანომ უნდა დაუმტკიცო დანაშაული თუ ის ჩადენილია, შენ უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები, მაგრამ როგორ წარადგენ როცა ისინი არ გაქვს და ერთადერთი ,,მტკიცებულება" უეფას რაღაგ რეკომენდაციისმსგავსი ქაღალდია, რომელიც რეალურად არც არაფერს არ ამტკიცებს!
მაგრამ რუსთავს და მერანს რახან ეს ბედოვლათები დანაშაულს ვერ უმტკიცებენ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ეს დანაშაული ჩადენილი არ არის? არსებობს ეჭვი რომელსაც ან დაამტკიცებ ან ვერა მაგრამ რაღაც ზომები ხომ უნდა მიიღო ამ ეჭვის ან დასაბუთებისთვის ან გასაქარწყლებლად?
ხოდა აი ისევ იმას მივადექით რითაც ტავიდან დავიწყეთ: საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი! აღმოჩნდა რომ დღეს ფედერაციაში უბრალოდ არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევაში, რა გააკეთონ, ხოდა ადგნენ და მარტივი გამოსავალი იპოვეს, ორივე დასაჯეს!)) დასაჯეს ყოველგვარი მტკიცებულების საფუძველზე! დასაჯეს უეფას ვიღაც ჩინოვნიკის მხოლოდ ეჭვის საფუძველზე! ყოველგვარი საქმის შესწავლის (გამოძიებაზე აღარაფერს ვამბობ) და ანალიზის გარეშე...
ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას წინათ ბედნიერი სახეებით რომ გვამცნობდა შსს-სთან მემორანდუმი გავაფორმეთო დარწმუნებული ვარ საერთოდ არ იცოდნე რას ნიშნავს მემორანდუმი და რა შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ეგ მემორანდუმი, რომელ მხარეს რა ვალდებულებები ეკისრებოდათ...
საერთოდ ვითყვი რომ ძალიან ზნელია მსგავს შემთხვევებში ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ მუშაობა უნდა ხალხო მაგ საქმეებს, უეფა რომ მოგწერს მარტო მაშინ კი არა, ოპერატიული სამსახურები უნდა იყვნენ მუდმივად ჩართული, აგენტურა უნდა ყავდეთ, ტექნიკური საშუალებები, მოსმენები უნდა ხდებოდეს, მოკლედ სერიოზული სამიანობა უნდა იყოს რასაც მარტო სამართალდამცველები ფედერაციის ჩართვის გარეშე ვერ შეძლებან და შეიძლება მივიღოთ რაღაც შედეგი და არა ასე როცა ვიღაცის წერილის საფუძველზე ყოვლად უპასუხისმგებლოდ საქმის თავიდან მოშორების მიზნით ვიღაცა დასაჯო და იყვირო ნახეთ რა მაგარი ვარო...