ამ ტურით გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდება; თუმცა, ამ სეზონის ახლებური ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია რაიმე დასკვნების გამოტანა. ეგ კი არა, სატურნირო ცხრილში (ორივე ჯგუფში) ისეთი სიმჭიდროვეა, ყოველი ტურის მერე სერიოზული გადაადგილებები რომაა მოსალოდნელი. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ოთხშაბათს თასის მერვედფინალური მატჩები ჩატარდა და უმაღლესი ლიგის 9 გუნდს, ცოტა არ იყოს, გადატვირთული კვირაც გამოუვიდა.
...წინა წლებში,
არადა, ამ მხრივ, ორივე ჯგუფში რამდენიმე ისეთი მატჩია, პრინციპულ ხასიათსაც რომ ატარებს და ცხრილშიც სერიოზული გადაადგილებ(ებ)ის მოხდენა რომ შეუძლია.
ტურის ერთი შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება, დანარჩენი კი - კვირას, 25 სექტემბერს.
წითელი ჯგუფი
24.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00
საბურთალო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 2:4
საბურთალო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 2:4
პირველი წრის ბოლო ტური ამ მატჩით გაიხსნება და მიგვაჩნია, რომ ეს დაპირისპირებაც არანაკლებ საინტერესო უნდა გამოდგეს, როგორც ზემოთ ნახსენები "ქართული კლასიკო". ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთმანეთს ხომ "წითელი ჯგუფის" ფავორიტები ხვდებიან და ამიტომაც ძალიან ძნელია რომელიმე გუნდის უპირატესობაზე საუბარიც.
ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი თასის გათამაშებას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა, ანუ, ძირითად, (გნებავთ - ერთადერთი) აქცენტი ჩემპიონატზე იქნება გაკეთებული. "საბურთალოს" ამ ბოლო დროს არასტაბილურობა დასჩემდა და ზედიზედ ორმა საგარეო მარცხმა პაბლო ფრანკო მარტინის გუნდი IV ადგილამდე ჩამოაქვეითა.
თუმცა, ორი-სამი წარმატებული თამაში და, სიტუაცია, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს კიდეც. მოგეხსენებათ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ "საბურთალოს" შემადგენლობა გვარიანად გადახალისდა და ახალწვეულ ლეგიონერებსაც ჯერჯერობით შეთამაშების პრობლემა აქვთ.
ბათუმის "დინამო" კი ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, მიმდინარე ჩემპიონატში თამაში რომელსაც არ წაუგია. ამ ჯგუფის ლიდერის შედეგიან ასპარეზობაზეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება და ლევან ხომერიკის გუნდი ჩემპიონატის მეორე წრესაც თუ ასეთივე აღმავლობით ჩაატარებს, ევროტურნირების საგზურის მოპოვებაც აღარ უნდა იყოს არარეალური საქმე.
იხილეთ VII ტურის სხვა მატჩები:
წითელი ჯგუფი
25.09. ფოთი. პარკი არენა. 16:30
კოლხეთი-დილა
25.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:30
სამტრედია-ზუგდიდი
თეთრი ჯგუფი
25.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:30
შუქურა-ლოკომოტივი
25.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:30
ცხინვალი-ჩიხურა
25.09. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ტორპედო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"