"დილა" აუქციონზეა! დიდი ალბათობით, კლუბს ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს

AutoSharing Option
გორის "დილას" კერძო საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებული საგა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს, 26 სექტემბერს, გორის მერია კლუბს აუქციონზე გაიტანს, რომელსაც იქ, უდიდესი ალბათობით, ის ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს, ბოლოხანს "დილას" მიმართ ინტერესს რომ იჩენდა.

ებრაელ ინვესტორებსა და მათ გეგმებზე მალე უფრო მეტი გვეცოდინება, "დილას" გულშემატკივარისთვის კი ამ მომენტისთვის მთავარი ის არის, რომ მწვავე ფინანსური პრობლემების წინაშე მყოფ კლუბში სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ძალიან გაიწელა, სულ იყო იმის შიში, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიდოდა, მაგრამ...

"მე ვამბობდი, რომ ზედმიწევნით სწორად, კანონის სრული
დაცვით მინდოდა წარმართულიყო პროცესი და მართალია, ის დროში გაიწელა, მაგრამ სამაგიეროდ, წარმატებით დასრულდა.

მიხარია, რადგან გორის მერია პირველია, ვინც კლუბს აუქციონზე გაყიდის, თანაც - მხოლოდ ბრენდს და საკმაოდ სოლიდურ ფასადაც. აუქციონზე კლუბი ორშაბათს გავა და დაახლოებით ერთ კვირაში პროცესი დასრულდება", - უთხრა "ლელოს" გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

კლუბის აუქციონზე გატანას გარკვეული პროცედურა დასჭირდა. კერძოდ, ა(ა)იპ გორის "დილა", რომელიც ქალაქის მერიას ეკუთვნოდა, გადაკეთდა შპს "დილად" და სწორედ ამ სახით გადავა ახალი მფლობელის ხელში.

აუქციონზე "დილას" საწყისი ფასია 312 850 ლარი. კლუბის შეძენის მსურველი ვალდებული იქნება, გაისტუმროს კლუბის დავალიანება, რომელიც 750 000 ლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლომდე განახორციელოს 600 000 ლარის ინვესტიცია. რაც შეეხება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, ის ქალაქის ბალანსზე დარჩება.

მოკლედ, გორელები მოუთმენლად ელიან პროცესის დასრულებას და ინვესტორის პირველ სიტყვას - შალომ, "დილა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
შემოდის უცხო ინვესტორი როგორც თვითონ ამბობენ და ესენი ახლა არკვევენ კლუბი ვინ უნდა გადაცეს ინვესტორს აჩუქონ საერთოდ თუკი ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება გადაწყვიტა დღეს ვინმემ თან უცხოელმა რათ უნდა ამდენი დროის გაწელვა,ესენი იმდენს იზავენ გადააფიქრებინებენ იმათ კლუბის შეძენას.მაგრამ აქ ეტყობა სხვა ინტერესებია ფულის გაკეთება უნდა ალბათ ვიღაცას.
bebeto
26 სექტემბერი 2016 18:54
0
მომკალით და არ მჯერა რომ ებრაელები გორის "დილა"-ს ააღორძინებენ
qomagi
26 სექტემბერი 2016 18:06
0
Guadua

გეთანხმები :) მარა რამე გენიალურის დაწერა არ მიცდია, ჩემი აზრი გამოვხატე
Acho
26 სექტემბერი 2016 16:15
0
ბოლობოლო გაიყიდა ტუ არა
შოთა გუგეშაშვილი
26 სექტემბერი 2016 16:08
0
Acho

ჰენაცვალე მეგობარო, ცოტა მეტი ტვინი და განათლება რომ გქონდეს, ამ სისულელეს არ დაწერდი :)

თუკი ინვესტორს იჯარით კარგი პირობით აძლევენ სტადიონს, მას სტადიონის ყიდვა სწორედაც რომ არ აწყობს,რადგან სტადიონი მთელი თავისი კომპლექსით იქ ღირს 7 თუ 8 მილიონი და ამ მთელს ქონებაზე ყოველწლიურად ქონების გადასახადი უნდა იხადოს,თვით ქონება კი მაინც ამორტიზაციაში მიდის და ფასს იკლებს, ამის გარდა მიხედვა ჯდება ძვირი.
მაგრამ მთავარი ხომ ისაა რომ რაიმე "გეენიალუუუური" აზრი დააფიქსსირო?
Guadua
26 სექტემბერი 2016 14:27
0
აჩო, დამშვიდდი ჯიგარსონ, ეგ პირობები შეთანხმებულია უკვე და გაყიდულია უკვე კლუბი, ფორმალური მხარე დარჩა. ასე რომ მშვენიერი და უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა გორში.
ლევანა
26 სექტემბერი 2016 13:42
0
ჩემ ფეხებს გაყიდით ვის რაში უნდა კლუბი საქართველოში რომელსაც აქვს 700დავალიანება და მითუმეტეს ინვესტორისთვის სტადიონია მთავარი და მაგასაც არ აძლევენ :D
Acho
26 სექტემბერი 2016 13:17
0
ვასილ ბოლო კარგი იყო შალომ შალომ.
დილა გორი
26 სექტემბერი 2016 13:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული