"დილა" აუქციონზეა! დიდი ალბათობით, კლუბს ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს

AutoSharing Option
გორის "დილას" კერძო საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებული საგა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს, 26 სექტემბერს, გორის მერია კლუბს აუქციონზე გაიტანს, რომელსაც იქ, უდიდესი ალბათობით, ის ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს, ბოლოხანს "დილას" მიმართ ინტერესს რომ იჩენდა.

ებრაელ ინვესტორებსა და მათ გეგმებზე მალე უფრო მეტი გვეცოდინება, "დილას" გულშემატკივარისთვის კი ამ მომენტისთვის მთავარი ის არის, რომ მწვავე ფინანსური პრობლემების წინაშე მყოფ კლუბში სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ძალიან გაიწელა, სულ იყო იმის შიში, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიდოდა, მაგრამ...

"მე ვამბობდი, რომ ზედმიწევნით სწორად, კანონის სრული
დაცვით მინდოდა წარმართულიყო პროცესი და მართალია, ის დროში გაიწელა, მაგრამ სამაგიეროდ, წარმატებით დასრულდა.

მიხარია, რადგან გორის მერია პირველია, ვინც კლუბს აუქციონზე გაყიდის, თანაც - მხოლოდ ბრენდს და საკმაოდ სოლიდურ ფასადაც. აუქციონზე კლუბი ორშაბათს გავა და დაახლოებით ერთ კვირაში პროცესი დასრულდება", - უთხრა "ლელოს" გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

კლუბის აუქციონზე გატანას გარკვეული პროცედურა დასჭირდა. კერძოდ, ა(ა)იპ გორის "დილა", რომელიც ქალაქის მერიას ეკუთვნოდა, გადაკეთდა შპს "დილად" და სწორედ ამ სახით გადავა ახალი მფლობელის ხელში.

აუქციონზე "დილას" საწყისი ფასია 312 850 ლარი. კლუბის შეძენის მსურველი ვალდებული იქნება, გაისტუმროს კლუბის დავალიანება, რომელიც 750 000 ლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლომდე განახორციელოს 600 000 ლარის ინვესტიცია. რაც შეეხება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, ის ქალაქის ბალანსზე დარჩება.

მოკლედ, გორელები მოუთმენლად ელიან პროცესის დასრულებას და ინვესტორის პირველ სიტყვას - შალომ, "დილა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
შემოდის უცხო ინვესტორი როგორც თვითონ ამბობენ და ესენი ახლა არკვევენ კლუბი ვინ უნდა გადაცეს ინვესტორს აჩუქონ საერთოდ თუკი ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება გადაწყვიტა დღეს ვინმემ თან უცხოელმა რათ უნდა ამდენი დროის გაწელვა,ესენი იმდენს იზავენ გადააფიქრებინებენ იმათ კლუბის შეძენას.მაგრამ აქ ეტყობა სხვა ინტერესებია ფულის გაკეთება უნდა ალბათ ვიღაცას.
bebeto
18:54 26-09-2016
0
მომკალით და არ მჯერა რომ ებრაელები გორის "დილა"-ს ააღორძინებენ
qomagi
18:06 26-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული