როგორც იქნა - საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" გაიყიდა!

AutoSharing Option
როგორც იქნა, წერტილი დაესვა გორის "დილას" გაყიდვის საკითხს.

თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი 3 ოქტომბერს დასრულდა - როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბი ებრაულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა.

344 000 ათასი ლარი - სწორედ ამ თანხად გადაიბარა ტრადიციული ქართული კლუბი ახალმა მეპატრონემ, რომელიც მთლიანად გაისტუმრებს "დილას" ვალს - 750 ათას ლარს.

ამას გარდა, წლის ბოლომდე ებრაული ბიზნესჯგუფი ვალდებულებას იღებს, კლუბში 600 ათასი ლარი დააბანდოს.

ეს თანხა ინფ
რასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.

საინტერესო დეტალია, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი კვლავაც გორის მერიის დაქვემდებარებაში რჩება.

იხილეთ, რა პირობებით იყიდა ებრაულმა ბიზნესჯგუფმა გორის "დილა" - გორის დილა იყიდება - პირობების სრული აღწერა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
გილოცავთ გორელებს და ყველა ქართული ფეხბურთის გუშემატკივარს. მშვენიერი პრეცენდენტია და დადებული ხელშეკრულებაც თანხების მიზნობირივად ხარჯვაზეც კარგია. კიდევ ერთხელ გილოცავთ.

პ.ს. ეს მოლაპარაკება რომ ჩაშლილიყო და არ გამოსულიყო, მაგ ინფორმაციას ექნებოდა 100 და მეტი დამცინავი და ნეგატიური კომენტარი, სად ხართ გისკდებათ გული ხო ბოღმისაგან ?მიულოცეთ ხალხნო :)
dave
15:07 04-10-2016
0
კარგია კიდევ ერთი ამბავის გაგება,წარმატებები დილას,ახლა შეიძლება უკვე ნორმალური გუნდის გაკეთება სტაბილურ გარემოში
dilas fani
15:09 04-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული