ნუკრი რევიშვილი: იმედია, ჩემი საკითხი დღე-დღეზე დადებითად გადაწყდება

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი სექტემბრიდან გორის "დილაში" ვარჯიშობდა, მაგრამ, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაცით, 28 წლის მეკარეს კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა.

მისი ისტორია ცნობილია - ისრაელში პირი უტეხეს, საქართველოში დაბრუნდა და "დილაში" აღმოჩნდა. მაგრამ განაცხადში მისი შეყვანა მანამდე ვერ ხერხდებოდა, სანამ ინვესტორზე კლუბის გადაფორმება არ დასრულდებოდა.

ცნობილია, რომ ერთი კვირის წინ, გორის "დილა" აუქციონზე 344 ათას ლარად გაიყიდა და ის ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინა. ცხადია, დავინტერესდით, ახლა მაინც თუ მოხერხდა რევიშვილის განაცხადში შეყვანა?

"შემდეგ შეხვედრას "დილა" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს
"ზუგდიდთან" გამართავს. ვიცი, რომ გადაფორმების პროცესი დასრულდა. იმედია, ჩემი საკითხი დღე-დღეზე დადებითად გადაწყდება, კონტრაქტს გავაფორმებთ და განაცხადშიც შემიყვანენ.

ყოველ შემთხვევაში, 15 ოქტომბრამდე საკმაო დროა და, ალბათ, ამ დღეს ვითამაშებ კიდეც "დილას" შემადგენლობაში", - გვითხრა რევიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ ითამაშებს ვითომ კარგ ფორმაშია თუ გორის ახლანდელ რომელიმე მეკარეს სჯობს.კარგიტ რა.
skokko
12:28 08-10-2016
0
მერე გაქრე უცბათ ფორმას რო აღიდგენ ზამთრის მერე,თუ დარHები კიდე მესმის ბაზარი არაა მეკარეები ისე მართლა კარგები გვყავს მუჯირაც და ბეგაც
dila gori
18:57 08-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული