გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა

AutoSharing Option
7 ოქტომბერს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბი "დილა" ოფიციალურად გადაეცა ახალ მფლობელს.

საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად მოეწერა ხელი ოქმს, რომლის რომლითაც დასტურდება შპს "კარლსპორტინვესტის" აუქციონში გამარჯვების ფაქტი.

შესაბამის დოკუმენტს ხელი გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და "კარლსპორტინვესტის" დირექტორმა ეკატერინე თორდიამ დღეს მოაწერეს.

Sportall.Ge

"ჩვენ ვესწრებოდით გუნდის თამაშებს და დავინახეთ პოტენციალი, რომ "დილა" მიაღწევს წარმატებებს. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ. საქართველოში ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდი აუქციონზე კერძო კომპანიამ შეიძინა", - განაცხადა ეკატერინა თორდიამ 2030news-თან.

აუქციონი 3 ოქტომბერს დასრულდა და გორის
"დილა" მომავალი მეპატრონის ხელში გადავიდა.

- როგორც იქნა - საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" გაიყიდა!

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლის მხარეში იოსებ ოქრომელიძე, შპს "კარლსპორტინვესტის" დირექტორი ეკატერინე თორდია და სხვა ოფიციალური პირები.

Sportall.Ge

შპს "კარლსპორტინვესტი" საქართველოში ახლადდაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ქართველ წარმომადგენლებთან ერთად ებრაელი ბიზნესმენები წარმოადგენენ. კომპანია ვალდებულებას იღებს 2016 წლისთვის კლუბის ანგარიშზე ჩარიცხოს 600 000 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს მინიმუმ 300 000 ლარი. ამასთან ერთად ვალდებულია ამ თანხის 20% მოახმაროს კლუბის, ხოლო 20% ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.

იხილეთ, რა პირობებით იყიდა ებრაულმა ბიზნესჯგუფმა გორის "დილა" - გორის დილა იყიდება - პირობების სრული აღწერა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
და ებრაელები სად არიან?
0
საუკეთესო სურვილები გორის დილას. ვნახოთ თუ გაამართლებს გულშემატკივართა მოლოდინს ეს ინვესტორი და დაეხმარება ფეხბურთის განვითარებას ქართლში. წარმატებები დილას!
ლუკა
05:21 08-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული