"შევარდენი 1906" - დაბალ ლიგაში დიდხანს დარჩენა სირცხვილი იქნება...

AutoSharing Option
20 წლის შემდეგ აღდგენილი "შევარდენი 1906" წარმატებული გუნდი გამოდგა. ჟურნალისტმა გეგი კიკაბიძემ და ახალგაზრდა მენეჯერმა დიმიტრი ბარათაშვილმა გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტებს - გიორგი ფეიქრიშვილსა და გიორგი ხუბეჯაშვილს ჩააბარეს, კლუბის საპატიო პრეზიდენტი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გია ნემსაძე გახდა.

"შევარდენი 1906" მეორე ლიგის "გ" ჯგუფში მოხვდა, რომელიც შემადგენლობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. პირველი წრე დასრულდა და "შევარდენი 1906" გათამაშებას 22 ქულით ლიდერობს - 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდებაც მშვენიერი აქვს - 37:5. "შევარდენი" 5 ქულით უსწრებს კონკურენტ
"რეალ ვარკეთილს" , ხოლო სოხუმის "ცხუმს" - 6 ქულით.

"სეზონის დაწყებამდე ყველაფერს ველოდი, მაგრამ არა იმას, რომ შეუთამაშებელი შემადგენლობით 8 თამაშიდან შვიდს მოვიგებდით. მიხარია, რომ ახალი გუნდით პირველი წრის ჩემპიონები გავხდით.

საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შევკრიბეთ. ახალგაზრდული და 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრები - ვაჟა ნემსაძე და არჩილ მესხი მოვიწვიეთ, ახლახან კი ვასიკო მაისურაძის დროინდელი 17-წლამდელთა მეკარე ალეკო ადამია დავიმატეთ.

ამას გარდა, მეორე წრისთვის გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ. მაგალითად, ამიერიდან ჩვენთან "ვიტ ჯორჯიისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე ითამაშებს. ის ზაფხულამდე ცხინვალის "ლიახვში" ირიცხებოდა. მერე უცხოეთში წასვლა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა და უგუნდოდ დარჩა.

დავიმატებთ ბექა მუმლაძესაც, რომელმაც 18 წლისამ თბილისის "დინამოში" ითამაშა, ბოლოს კი ისიც "ლიახვში" იყო. ისინი "შევარდენი 1906"-ს გააძლიერებენ.

იმედი მაქვს, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ლიგა 1-ში მოვხვდებით, მერე კი, გავა დრო და უმაღლეს ლიგაში გადასვლაზეც ვიფიქრებთ.

"შევარდენი" ისეთი ისტორიული კლუბია, მისი დაბალ ლიგაში დიდხანს დარჩენა სირცხვილი იქნება", - ამბობს კიკაბიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვარკეთილის რეალმა დამცა :)))))
0
ამ შევარდენშიდაც ძაან არეული სიტუაციაა,ჩამოირიგებენ ერთკერადად ფულს და ეგაა,მთავარი პრობლემა ისაა რომ განვითარების გეგმას არ ითხოვენ ასე ერთი დღის შექმნილი გუნდებისგან
ფეხბურთის ქომაგი
17:47 15-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული