11:46 17-10-2016
გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]
AutoSharing Option
დიახ, ეს "დინამოა", რომლის მიმართ შიში, რიდი თუ პატივისცემა ისევ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ლანჩხუთში, სადაც, სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მიმართ დიდი კეთილგანწყობაა, თუმც აქაურები ფიქრობენ, რომ ისტორიულ დაპირისპირებებში ხშირად დაჩაგრულან...
შესაძლოა, ამას საფუძველიც აქვს, ანდაც, უბრალოდ მითებია, თუმცა, რაც შაბათს "ევგრაფი შევარდნაძეზე" მოხდა, ნამდვილად არ წაადგება ქართულ ფეხბურთსა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს...
ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შუაში გაუჩნდათ გურულ ქომაგებს დაჩაგვრის განცდა, როცა მსაჯმა ნუკრი რევიშვილის მიერ ჩაშლილი შეტევა "ბოლო იმედის" ჯარიმად არ შეაფასა და, ალბათ, მართალიც იყო - ბრაზილიელი დენიზი კარზე უფრო ფლანგის მხრიდან მიიწევდა.
მანამდე, მასპინძლებმა რამდენიმე რეალური მომენტი გააცუდეს - გიორგი ჭედიამ და უფრო მეტად დავით კირკიტაძემ როგორ ვერ გაიტანეს, ან თავისიანს ცარიელ კართან როგორ ვერ უპასეს, ძნელი სათქმელია, თუმცა აღსანიშნავია "დინამოს" ახალწვეული მეკარის შესაშური რეაქცია და სიტუაციაში გარკვევის უნარი, რითიც გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა...
თავის მხრივ, სტუმრები ორჯერ დაემუქრნენ რატი იმერლიშვილის კარს - ერთხელ, მათე ცინცაძეს მეკარემ აუღო, მეორე ხიფათი კი გიორგი ჩადუნელმა განმუხტა.
გურული ქომაგები მსაჯების თითქმის ყველა გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, თუმცა მათი "მითები" არბიტრმა 45-ე წუთზე მთლიანად დაამსხვრია - მან არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო და ერთმანეთში მოჩხუბარი ორი დინამოელი - რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი გააძევა.
- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]
- რენე და პაპუნაშვილი უმკაცრესად დაისჯებიან - "დინამომ" განცხადება გაავრცელა
ზოგადად, გიორგი კიკაჩეიშვილს უყვარს "ხმაურიანი" გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალგაზრდა რეფერიმ უშუალოდ თამაში მაღალ დონეზე განსაჯა...
თუმც მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმი დაასრულა, უკვე გასახდელში "მოუხდა" მორიგი არაორდინარული გადაწყვეტილების მიღება - მინდორზე გასვლის უფლება გურულ გიორგი ჭედიასაც აუკრძალა...
ლანჩხუთელებმა ეს "დინამოს" მიმართ ხარკის გაწევად ჩათვალეს და ძნელია, შეედავო - მსაჯების ქმედება, ჩვენი აზრით, სხვანაირად ვერ შეფასდება.
თავად განსაჯეთ: ჩასტვინა თუ არა კიკაჩეიშვილმა ტაიმის დასრულების ნიშნად, "დინამოს" სათადარიგო სკამის ნაწილი იქვე მყოფ მეოთხე მსაჯს ეცა (მსუბუქად ხელიც ჰკრეს), ნაწილი კი მოედანზე არბიტრს მიეჭრა (არც ერთ ამ ქმედებაზე არბიტრს რეაგირება არ მოუხდენია) - როგორც გაირკვა, სტუმრები მსაჯებს ლანჩხუთელი მობურთალის გაძევებას სთხოვდნენ, რომელსაც თავისიანისთვის შეურაცხმყოფელი ფრაზით მიუმართავს - არ დარბის ეს "ასეთიო"...
მსაჯებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და მეოთხე მსაჯსაც "გაახსენდა", რომ გაიგონა ეს ფრაზა და, როგორც ითქვა, ლაინსმენიც დაეთანხმა.
შესაძლოა, შეურაცხყოფას ადგილი მართლაც ჰქონდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდა ბოლო წამებზე, მეოთხე მსაჯი ვალდებული იყო, მსაჯისთვის დროულად ეცნობებინა ყოველივე და არა - "დინამოს" თუნდაც სამართლიანი პროტესტის შემდეგ. 42-ე თუ 43-ე წუთზე მომხდარზე ლამის გასახდელში რეაგირება ფეხბურთის წესებთან ერთად სამართლიანობის პრინციპებსაც სცდება.
ერთადერთი ვარიანტია - დარღვევა მოხდა ბოლო წამებზე და მეოთხე მსაჯმა ვერ მოახერხა მსაჯის წამებში ინფორმირება. თუმც "დინამოს" ტექნიკურ ზონასთან მდგომი სარეზერვო მსაჯი ტარიელ რუხაია "დინამოს" აგრესიული პროტესტის შემდეგაც არ ცდილობს არბიტრის ინფორმირებას და მშვიდად მიდის თავისი ზონისკენ.
და თუ მაინც ეს ბოლო წამებზე მოხდა, ჭედიამ, როცა პასი დენიზს გაუკეთა და, შესაძლოა, უწმაწური ფრაზაც იდეაში მაშინ იხმარა, იმ ეპიზოდში მასთან ყველაზე ახლოს არბიტრი იდგა და ძნელი სათქმელია, მასზე უკეთ "დინამოს" ტექნიკურ ზონაში ან იქვე მდგომ მეოთხე მსაჯს, მით უფრო, კიდევ უფრო შორს მყოფ ლაინსმენს გაეგოთ...
ერთი საინტერესო დეტალიც: არბიტრი შესაბამისი ჩასტვენით გასახდელისკენ მიმავალი ფეხბურთელების ჯგუფს დაედევნა და, სავარაუდოდ, ჭედიას გაძევებას მოედანზევე აპირებდა, თუმცა ეს აშკარად მსაჯთა დამკვირვებელ ალექსანდრე შილაკაძის ჩარევის შედეგად გადაიფიქრა...
მერე "დინამო" გასახდელში ელოდა მსაჯების ვერდიქტს, რომელმაც უკვე "გურიას" ბანაკში გამოიწვია მღელვარება. ამიტომ, თამაშის განახლება ცოტა ხნით დაგვიანდა.
ერთკაციანი უპირატესობის მიუხედავად, "გურია" გატყდა, "დინამოს" კლასმაც თავისი ქნა და მეტოქეს ისე მოუგო, კითხვის ნიშნებიც არ დატოვა. ლადო დვალიშვილისა და ზაზა ჭელიძის გოლების გარდა, კაცნაკლულებმა რამდენჯერმე შეტევაში დაიჭირეს მასპინძლები - საუცხოო შანსი იმავე ჭელიძემ გააცუდა.
ორჯერ გატანა გურულებსაც შეეძლოთ, მაგრამ იღბალიც უფრო ძლიერის მხარეს აღმოჩნდა...
და ერთიც: თამაზ სამხარაძემ უკრაინელ ოლეგ ლეშჩინსკის პირწმინდად (თუნდაც შეცვლებით) მოუგო სამწვრთნელო დუელი.
უმაღლესი ლიგა. IX ტური. თეთრი ჯგუფი
15.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე
გურია-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 დვალიშვილი (49), 0:2 ჭელიძე (72)
გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, დ. კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (56. სტეფანიშვილი), ჭედია, დინიზი (50. ფელიპე), მურაშოვი.
სათადარიგოები: ხვედელიძე, ზ. თევზაძე, იმნაძე, გელაშვილი, ნ. დიასამიძე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
დინამო: რევიშვილი, ამისულაშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, რენე ფერეირა, პარუნაშვილი (88. გ. თევზაძე), ჯიღაური, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ველევი), დვალიშვილი (67. მიქელთაძე).
სათადარიგეობი: ლომაია, თ. კირკიტაძე, ზარია, ლილუაშვილი
მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე
გაფრთხილება: რევიშვილი (25), კიტეიშვილი (42), ჭეიშვილი (42), ცინცაძე (77)
გაძევება: პაპუნაშვილი (45), რენე ფერეირა (45) ჭედია (შესვენებაზე)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
22 ოქტომბერი
შუქურა-გურია
23 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ცხინვალი
ლოკომოტივი-ჩიხურა
წითელი ჯგუფი
22 ოქტომბერი
დილა-დინამო (ბთ)
23 ოქტომბერი
კოლხეთი-სიონი
სამტრედია-საბურთალო.
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
ბ. ზივზიძაძე (სამტრედია) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ramdenime wlis ukan malagas gaugdes sami kaci da ise moigo tamashi, tu sworad maxsovs 4-3
0
0
დიახ ეს სირცხვილია ისეთი ფარჩაკი გუნდები არიან ჩვენ ჩემპში რომ გუნდს 2 კაცი გაძევებული ჰყავს და მეტოქე მოგება და ფრე კი არა სახლში წააგო დინამო კი არა ის კიდე გახევდა შუაზე გურიას ადგილზე რომ ნორმალური დონის გუნდი ყოფილიყო გურიას მაგივრად რა დინამო.
0
0
პაპუნაშვილი თუ წითელი ბარათით იყო გაგდებული რა უნდოდა მოედანზე?!(გოლის ზეიმის დროს ის შემოვარდა მოსალოცად) მიაქციოს ფედერაციამ ამ დარღვევას ყურადღება!
0
0
სირცხვილია!!!
0
0
სამწუხაროა, რომ თქვენც კი კმაყოფილებით აღნიშნავთ, ,,დიახ, ეს "დინამოა"!,, თქვენ უნდა დაგეწერათ დიახ ეს ქართული ფეხბურთია. რაუბედურებაა ეს რაარი არცერთ ჩემპიონატში არ ხდება ამისთან რამ რომ სულ ერთი იგებდეს ყველაფრის და მიუხედად, მერე გამოდიხართ და პრეტენზია გაქვთ დინამომ ვერაფერი გააკეტა შესარჩევშიო, გადახედეთ აქედან გამომდინარე ვის ეთამაშება ან როგორ უნდა გაიზარდოს ქართული ფეხბურთი თუ ორ კაც ნაკლული უგებს მეორე გუნდს რაც არ უნდა იყოს გავიწყდებათ ერთი ქვეყანაა და ერთ ჩემპიონატია. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს :( იმიტომ აღარ ჰაყვს ქართულ ჩემპიონატს მაყურებელი და არც ეყოლება სანამ ესე გაგრძელდება................
0
0
საღოოოლ ევროთასებისთვისაც მზად ხააართ....)))))))))))))))))))))))))))
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული