უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: 6-ზე მეტქულიანი მატჩი ქობულეთში

AutoSharing Option
...თვეზე ოდნავ მეტიც და ეს გარდამავალი ჩემპიონატი დამთავრდება, მერე კი ერთმანეთზე საინტრიგო პლეი ოფებიც დაიწყება და დეკემბერშიც არ გვექნება საქმე მოსაწყენად.

თუმცა, პლეი ოფის (საჩემპიონო, ევროპალიგის და გასავარდნი) მატჩებამდე ხომ კიდევ 5 ტურია დარჩენილი და იმდენად არაპნოგნოზირებადი ჩემპიონატია, რომ მართლაც ძალიან ძნელია წინასწარ საუბარი ამა თუ იმ გუნდის შანსებზე. აღარაფერს ვამბობთ ასე აშკარად მომრავლებულ და ასევე ბევრად აქტუალურ "ექვსქულიან მატჩებზეც", - ფაქტობრივად, ყველა ტურში, სულ მცირე, სამი-ოთხი ასეთი "შინაარსის" დაპირისპირებაა.

ანალოგიური სიტუაციაა ამჯერადაც: ორივე ჯგუფში, ფაქტობრივად, ყველა მატჩს უდიდესი სატურნირო
მნიშვნელობა აქვს; ერთადერთი, რისი თქმაც წინასწარ შეიძლება, ის არის, რომ როგორც არ უნდა დაამთავრონ თავიანთი მატჩები, ორივე ჯგუფის ლიდერები ("ჩიხურა", "სამტრედია") კვლავაც ცხრილის სათავეში დარჩებიან, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში...

თეთრი ჯგუფი
22.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
შუქურა-გურია
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: გიგა ჭეიშვილი, გიორგი ჭედია (ორივე გურია)
ურთიერთშეხვედრები
7: +3=3 -1, 7-4

ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი უნდა გაიმართოს ქობულეთში და ეს დაპირისპირება, ექვსი კი არა, ბევრად უფრო მეტქულიანადაც უნდა შეფასდეს! თავად განსაჯეთ: ორივე გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება და დღესდღეობით "გურია" მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებენ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში შესულ "შუქურას".

ჰო, მართლაც ასეა: ქობულეთელთა გუნდმა ბოლო ორ მატჩში (თანაც, სერიოზულ მეტოქეებთან) 4 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გამოასწორა. აი, "გურიას" კი გარკვეული კრიზისი დაეწყო და ზედიზედ ორი წაგებით ლანჩხუთელთა გუნდი ცხრილის ფსკერისკენაც დაეშვა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ უშუალო კონკურენტთან მატჩში, დისკვალიფიკაციის გამო "გურიას" ძირითადი შემადგენლობის ორი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება: მარჯვენა მცველი გიგა ჭეიშვილი და ფლანგის ნახევარმცველი გიორგი ჭედია.

ჯგუფის სხვა მატჩები:
23.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00
ლოკომოტივი-ჩიხურა

23.10. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ცხინვალი

ტორპედო ისვენებს.
წითელი ჯგუფი
22.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:00
დილა-დინამო (ბთ)
პირველი წრე 1:3
დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე (დილა) - თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)
ურთიერთშეხვედრები
48: +9 =13 -26, 32-73

წინა ორ სეზონში "დილას" აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო ამბიციები ჰქონდა, ამჯერად კი უჩა სოსიაშვილის გუნდი ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნისათვის იბრძვის.

თანაც, ჩემპიონატის ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე როგორი საქმეა, როცა ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ორივე წამყვანი ფორვარდის გარეშე უნდა ითამაშო: ირაკლი მოდებაძე - დისკვალიფიცირებულია (მართლაც უჩვეულო შემთხვევაა, რადგან ეს გამოცდილი გოლეადორი ყვითელ ბარათებსაც უიშვიათესად იღებს), ხოლო ახალწვეული ნიკა გელაშვილი - ტრავმირებული.

ერთი შეხედვით, ბათუმის "დინამოს" კომფორტული პოზიცია კი უკავია სატურნირო ცხრილში, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლევან ხომერიკის გუნდმა ბოლო ოთხი მატჩიდან, ერთი წააგო და სამი ფრედ ითამაშა, ხოლო მეტოქეთა კარში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა...

ჯგუფის სხვა მატჩები:
23.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
კოლხეთი-სიონი

23.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-საბურთალო

ზუგდიდი ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ.
tbiliseli
15:18 22-10-2016
0
დგეს დილამ აუცილებლად უნდა მოიგოს.წარმატებები დილას.
dila
13:58 22-10-2016
0

სიახლეები პოპულარული