სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელი მკაცრად დასაჯა

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 2016 წლის 21 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში მორიგი სხდომა გამართა.

კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტები და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

1. ს.კ "ცხინვალის" ექიმი გოჩა ჩაკვეტაძე, მეტოქის მიმართ უხამსი ჟესტის გამო, დისკვალიფიცირებულ იქნეს 3 მატჩით და დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით.

2. ს.კ "ცხინვალი" შეჯიბრების დებულების შესაბამისად განსაზღვრული მატჩის ჩასატარებლად საჭირო პირობების სათანადო შეუსრულებლობისთვის დაჯარიმდეს 500 ლარით. ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დისკვალიფიცირებულ იქნეს 5 მატჩით, განესაზღვროს პირობითი სასჯელი 1 წლის ვადით
და დაეკისროს ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით

3. ს.კ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა, ერთმანეთის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დისკვალიფიცირებულ იქნენ 5-5 მატჩით და დაეკისროთ ფულადი ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით.

- თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა
- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

4. ს.კ "გურიას" ფეხბურთელი გიორგი ჭედია, თანაგუნდელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულ იქნეს 2 მატჩით და დაეკისროს ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით

- გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]

5. ს.კ გორის "დილას" ფეხბურთელი ირაკლი მოდებაძე, მეტოქის შეურაცხყოფისთვის, დისკვალიფიცირებულ იქნეს 5 მატჩით და დაეკისროს ფულადი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით

6. ს.კ. ფოთის "კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელები ომარ გოგონაია და დავით ბოლქვაძე დისკვალიფიცირებულ იქნენ 5-5 მატჩით და დაჯარიმდნენ 2400-2400 ლარით.

7. ჩოხატაურის "ბახმაროს" ფეხბურთელი მამუკა გიორგაძე მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულ იქნეს 10 თამაშით და დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

8. ს.კ. "სამგორი", მატჩებზე გამოუცხადებლობის გამო, მოხსნილია მეორე ლიგის გათამაშებიდან და მისი შედეგები გაუქმებულია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ მოდებადზემ ისეტი სჰეურაცკოფა მიაკენა აჯარელებს ცჰასაქოლი იკო უბრალოდ დაინდო ხალხმა!!
უფრო ვარესი ჯრიმწბი უნდა იკოს რო ვერ გაბედონ!! ფეხბურტია ტუ ბლატავი ვერ გაიგებ!!
ფედერაცია ტაკ დერჯაც
batumi
22 ოქტომბერი 2016 02:15
0
არავითარი დანდობა,ვისაც უნდა ფეხბურთის თამაში ითამაშოს,სახელმწიფო თანხები იხარჯება დაუნდა მოხმარდეს ფეხბურთს.
99999999999
21 ოქტომბერი 2016 22:00
0
მივესალმები მოედნებზე თავხედობების დასჯადობას. ეს არის აუცილებელი, რათა წესრიგს და დისციპლინას მივაჩვიოთ საფეხბურთო სამყარო. თუმცა, პირველი შემთხვევებისთვის მეტისმეტად მკაცრად მეჩვენება დაკისრებული სანქციები. მსგავსი სანქციები შეიძლება დისციპლინის დარღვევის რეციდივის შემთხვევაში გამოყენებულ იქნას.
Georgian
21 ოქტომბერი 2016 21:24
0
დინამოს ფეხბურთელების 5 თამაშით დასჯა არ შეესაბამება მათ დანაშაულს.ზედმატად მკაცრია!
რეზო
21 ოქტომბერი 2016 19:27
0
ამათ ერთმანეთი ვერ გაუტანიათ და რა უნდა მოტხოვო. ტუ გვერდით მდგომი არ გიყვარს ისე ვერ იმაღერებო ნათქვამია და ფეხბურთი როგორ უნდა იტამაშონ ამატმა საეთოდ
okribeli
21 ოქტომბერი 2016 19:23
0
დინამოს ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია თასისი ტამაშზეც მოქმედებს თუ მარტო ჩემპიონატში???
davit
21 ოქტომბერი 2016 18:54
0
ლევან ძალიან პრინციპული ყოფილხარდა ეს კარგია შენი ერთერთიდადებითი თვისებაა ალბად გერმანიამ შეგძინა ამსვდროულად მიზანდასახული მაგრამ ის ნუ იზამ მთელი 5 თამაში ჩააგდო ცემპიონატი დატოვე ხალხი ვინც ითამაშებს თორე დუბლშემადგენლობის მატჩი გამოგივა 5 მატჩიანი .დისკვალიფიკაციის ამოწურვამდე
DAVITI
21 ოქტომბერი 2016 18:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული