მოგეხსენებათ, პაპავა ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა თავის თაობაში და მისი საფეხბურთო კარიერა კარგადაც ვითარდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ტრავმამ შეაფერხა.
გასულ წელს, ქობულეთის "შუქურასთან" მატჩში, პაპავა მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. გიორგიმ ტრავმა მოიშუშა, ვარჯიში დაიწყო და "დილასთან" ახალი კონტრაქტიც გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ პაპავამ სამჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"