მათიაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ამ კლუბის დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ბოლოს კი ლანჩხუთის "გურიასა" და ხონის "იმერეთში" თამაშობდა.
ცოტა ხნის წინ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა "ლელოს" უთხრა, რომ ელოდნენ ბრაზილიელ ნახევარმცველს, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ქვედა ლიგაში თამაშობს. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"