დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ამით მხოლოდ რამდენიმე გუნდმა ისარგებლა: ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურადან" ლაშა კუჭუხიძის დამატება რომ მოახერხა, ამაზე უკვე ვწერდით.
"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ მოთამაშის დამატება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
"სამწუხაროდ, ვერავინ დავიმატეთ, თუმცა ერთ-ორ პოზიციაზე კონკურენციის გასაზრდელად მოთამაშეების მოწვევა ნამდვილად გვსურდა. მაგრამ ჩვენ თითოეულ ფეხბურთელს დეტალურად ვარჩევთ და ნაჩქარევად ფეხბურთელის
არავინ დაუმატებია ბათუმის "დინამოსაც". გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ამის მიზეზს ასახელებს:
"სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, თანხებიც გადანაწილებულია და ახალწვეულზე გათვალისწინებული არ არის. ამიტომ არავინ აგვიყვანია".
ახალწვეულები არც "საბურთალოში" არიან. ეს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ გვითხრა. რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", სიახლე ის არის, რომ თერჯოლის "საპოვნელადან" აქ მცველი გიორგი პაპუაშვილი გადავიდა.
კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას თქმით, ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ლოკომოტივს" ეკუთვნის, თერჯოლაში კი იჯარით თამაშობდა და სეზონის დასრულებამდე მისი დაბრუნება გადაწყვიტეს.
ამას გარდა, "ლელომ" შეიტყო, რომ "ლოკომოტივიდან" თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე წავიდა და კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს. თუმცა ეს საკითხი მხოლოდ სიტყვიერადაა გადაწყვეტილი, ოფიციალური მხარე ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. არადა, 29 წლის თავდამსხმელი უკვე ვარჯიშობს ახალ გუნდში და მალე განაცხადშიც შეიყვანენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"