რომელმა ქართულმა კლუბებმა გამოიყენეს სამდღიანი სატრანსფერო ფანჯარა?

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის მოკლე ფორმატმა ფეხბურთის ფედერაციას უჩვეულო გადაწყვეტილებისკენ უბიძგა: 26 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს, 28 ოქტომბერს დაიხურება სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა", რომლის ანალოგიც აქამდე არ ყოფილა.

დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ამით მხოლოდ რამდენიმე გუნდმა ისარგებლა: ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურადან" ლაშა კუჭუხიძის დამატება რომ მოახერხა, ამაზე უკვე ვწერდით.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ მოთამაშის დამატება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

"სამწუხაროდ, ვერავინ დავიმატეთ, თუმცა ერთ-ორ პოზიციაზე კონკურენციის გასაზრდელად მოთამაშეების მოწვევა ნამდვილად გვსურდა. მაგრამ ჩვენ თითოეულ ფეხბურთელს დეტალურად ვარჩევთ და ნაჩქარევად ფეხბურთელის
აყვანას გვირჩევნია, შემადგენლობა არ შევცვალოთ. ახლა ყველაზე კარგი და საინტერესო ბაზა სამხრეთი ამერიკა და აფრიკაა, მაგრამ ფეხბურთელის შერჩევას დაკვირვება და დრო უნდოდა, რაც არ გვქონდა", - გვითხრა ფრუიძემ.

არავინ დაუმატებია ბათუმის "დინამოსაც". გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ამის მიზეზს ასახელებს:

"სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, თანხებიც გადანაწილებულია და ახალწვეულზე გათვალისწინებული არ არის. ამიტომ არავინ აგვიყვანია".

ახალწვეულები არც "საბურთალოში" არიან. ეს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ გვითხრა. რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", სიახლე ის არის, რომ თერჯოლის "საპოვნელადან" აქ მცველი გიორგი პაპუაშვილი გადავიდა.

კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას თქმით, ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ლოკომოტივს" ეკუთვნის, თერჯოლაში კი იჯარით თამაშობდა და სეზონის დასრულებამდე მისი დაბრუნება გადაწყვიტეს.

ამას გარდა, "ლელომ" შეიტყო, რომ "ლოკომოტივიდან" თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე წავიდა და კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს. თუმცა ეს საკითხი მხოლოდ სიტყვიერადაა გადაწყვეტილი, ოფიციალური მხარე ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. არადა, 29 წლის თავდამსხმელი უკვე ვარჯიშობს ახალ გუნდში და მალე განაცხადშიც შეიყვანენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ცეცაძის შეცდომაა და მას ეს ძვირად დაუჯდება,ისევ როგორც კლუბს.
ისედაც სჩანს რომ ვერაა იდილია ზივზივა-ჯიქია-არაბულის სამეულში,ამას გარდა ბოლომდე ვერ იყენებენ რაჟამაშვილის პოტენციალს და ამ პირობებში აქ კიდევ ბაჩანა ცხადაძის მოყვანა მთლად არევს ყველაფერს, და ვიღაცას მოუწევს მეტი დროით სათადარიგო სკამზე ჯდომა, მე მგონი ეს ვიღაცა იქნება რაჟამაშვილი და ჯიქია ისევ.
მაშინ როცა დაცვაში სჭირდებათ მეტი კონკურენცია, მეტი ხალხი,როცა დაცვის ხალხია მეტად ტრამვირებადი, ესენი თავდასხმაზე იკლავენ თავს.
Jango
15:03 28-10-2016
0
გამოიყენეს თორემ თქვენც ეხლა გელაშვილი არ დაიმატოთ))
svani
15:04 28-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული