როგორ გამოვლინდებიან ჩემპიონი, ევროსაგზურის მფლობელები და გავარდნილები

AutoSharing Option
სულ რაღაც 3 ტური და ცნობილი გახდება საჩემპიონო პლეი ოფის ორივე მონაწილე. "თეთრი ჯგუფის" გამარჯვებული უკვე ცნობილია - ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებით, ეს უფლება სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა "ჩიხურამ" მოიპოვა და უშუალო კონკურენტ თბილისის "დინამოსთვის" უკვე მიუწვდომელია. "წითელ ჯგუფში" კი პირველ ადგილზე "სამტრედიაა" და თუ სასწაული არ მოხდა, მეორე ფინალისტად გია ცეცაძის გუნდი მოგვევლინება...

ცნობილია, რომ მომავალი წლიდან ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირება იწყება და გარდამავალი ჩემპიონატის შედეგად, უმაღლესი ლიგა გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა - მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. გარდა ამისა, 10-10 გუნდი ითამაშებს
Pro ლიგა 1-სა და Pro ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). ამას გარდა, ჩამოყალიბდებაკიდევ ერთი რეგიონული ლიგა - ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

2016-17 წლების ევროსეზონის საგზურებს გარდამავალი ჩემპიონატის ლაურეატები მოიპოვებენ. ეს ცვლილება ფეხბურთის ფედერაციამ საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ცნობილი იყო, რომ ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულებს შორის გასამართავი ფინალით გამოვლინდება, ისევე, როგორც ევროსაგზურების მფლობელები და ლიგიდან გავარდნილები. ამგვარ დეტალებში უკეთ გასარკვევად, "ლელო" ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსს, თემურ ბოჭორიშვილს გაესაუბრა...

- ჩემპიონატის ფინიში მოახლოვდა და უპრიანი იქნება, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ გარდამავალი პირველობის რეგლამენტი. დავიწყოთ საჩემპიონო მატჩით...
- "წითელი" და "თეთრი" ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდებიან და ჩემპიონატის გამარჯვებულს გამოავლენენ.

- ეს მატჩები როდის გაიმართება?
- ამ და სხვა პლეი ოფის მატჩების კალენდარი ჯერ კიდევ ზუსტდება. მატჩის დღეებს ფეხბურთის ფედერაცია სანაკრებო პაუზის შემდეგ დაასახელებს. საქმე ისაა, რომ საჩემპიონო შეხვედრათა მასპინძლების რიგითობა წილისყრით უნდა დადგინდეს.

ჯერჯერობით,ზუსტად მხოლოდ თასის ფინალის ჩატარების თარიღი და ადგილია ცნობილი - 22 ნოემბერს, ზესტაფონში.

- საჩემპიონო ფინალის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია - "ჩიხურა". მაგრამ საჩხერელებმა ბოლო საშინაო შეხვედრა ივანწმინდაში მოედნის უხარისხობის გამო ვერ ჩაატარეს და ქუთაისის "ტორპედოს" გორში უმასპინძლეს. საინტერესოა, სად ითამაშებს "ჩიხურა" ფინალს?
- ამას წინასწარ ვერ ვიტყვით. თუ "ჩიხურას" ხელმძღვანელობა საფინალო მატჩამდე ივანწმინდის სტადიონზე საფარის მოწესრიგებას ვერ შეძლებს, მაშინ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე მოუწევს თამაში. მაგრამ მანამდე ერთი თვეა და მიუხედავად სიცივისა, იმედი გვაქვს, მოედნის მოწესრიგება შესაძლებელი იქნება.

- გასაგებია, რომ ევროპალიგის ორ საგზურს საჩემპიონო ფინალში დამარცხებული და თასის მფლობელი მოიპოვებს. მესამე გუნდი როგორღა გაირკვევა?
- აქ წილისყრა საჭირო აღარ იქნება და გუნდები ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან: "თეთრი" ჯგუფის მეორეადგილოსანი, "წითლის" მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო "წითელი" ჯგუფის მეორეადგილოსანი, "თეთრის" მესამეადგილოსანს. დამარცხებულისთვის სეზონი დასრულდება. ევროპალიგის დარჩენილ ერთ საგზურსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელს კი გამარჯვებულები გაარკვევენ. ამ გუნდებს შორის ერთი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე დაინიშნება.

პლეი ოფის მატჩებს მხოლოდ ჯგუფებში მე-4 და მე-7 ადგილზე გასულები არ ჩაატარებენ. პირველები Pro ლიგა 1-ში თამაშის უფლებას პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეშვიდეადგილოსნები ახალი სეზონიდან Pro ლიგა 2-ში მოხვდებიან.

- ჯგუფის V-VI ადგილებზე გასულებს შორის ლიგიდან გავარდნილები როგორ გაირკვევა?
- აქაც ჯვარედინი პრინციპია: ერთი ჯგუფის მეხუთეადგილოსანი მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსანს ორჯერ შეხვდება, გამარჯვებული კი Pro ლიგა 1-ში ითამაშებს, დამარცხებული - Pro ლიგა 2-ში. მაგრამ მეხუთეადგილოსანს მოედნის უპირატესობა ექნება და პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს, მეორეს კი - შინ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
kobishvils da mujirs vinz ki zmakazi hkavdat kvela federaziashia, magari araprofesionaluri tre sheikra, tavidnen ra gldanshi deputat da sadaz unda sheeshvan fexburt am xalxma, ara da ra imedebi gvkonda zvelifederaziis shemdeg(((
mate
20:56 05-11-2016
0
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

დათოს - ის, რასაც თქვენ ამბობთ, ციფრებით მანიპულირება ქვია. რას ნიშნავს "თუ 9 გუნდია ზედმეტი ბარემ 15 გუნდი იყოს ზედმეტი" ? ის, რომ პირველ ათეულში შემავალი გუნდები უკეთესია, ვიდრე 11-14 გუნდები, საჭიროებს განხილვას??? იდეალური გუნდები ჩვენთან კარგა ხანს არ იქნება, საუბარია უკეთესი გუნდებით ლიგის დაკომპლექტებაზე. 10 გუნდის ზემოთ (რაოდენობრივად) 16 გუნდამდე ვიდრე მიხვალ, ანუ 12 და 14 გუნდიანი ჩემპიონატები რომ ჩატარდეს, ზუსტად ის "ფოკუსები" ჭირდება, რაც თქვენ ასე არ მოგწონთ. ამიტომაა 10-გუნდიანი ჩემპიონატი ოპტიმალური - გუნდებიც უკეთესი იქნება და სისტემაც მარტივი და მაქსიმალურად სამართლიანი.
რაც შეეხება დაფინანსებას - ვერ ვხვდები, ადამიანს თუ გინდა, სხვაობა როგორ ვერ უნდა დაინახო? ადრე დამოკიდებული იყო მერზე ან გუბერნატორზე, ყველა კლუბს განსხვავებული დაფინანსება ქონდა, კერძო კლუბი საერთოდ არ ფინანსდებოდა. დღეს ყველა კლუბი საწყისად თანაბარ პირობებშია. არც გუბერნატორზეა დამოკიდებული და სისტემა კერძო მეპატრონეების მოსაზიდად ინტერესს ქმნის. ნუთუ დავიჯერო, ასე ძნელია ამხელა სხვაობის დანახვა?
რაც შეეხება 20 სტადიონს - 20 მოედანზეა საუბარი და არა სტადიონებზე. მოედანი, რომელსაც პატარა ტრიბუნები ექნება.
ზუგდიდში 20 მილიონს კიდე რისთვის ხარჯავენ, მაგრა მაინტერესებს ))) სამომავლოდ მარტვილის ან ფოთის გუნდებისთვის, ალბათ ))
კოტე
21:20 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული