სფფ: "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა 6 ნოემბერს, სამტრედიაში გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის მატჩი "წითელი ჯგუფში", რომელშიც ერთმანეთს "ზუგდიდი" და ბოლნისის "სიონი" უნდა დაუპირისპირდნენ, 5 ნოემბრის ნაცვლად, 6 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე გაიმართება.

ფედერაციამ ზუგდიდურ კლუბს საშინაო მატჩის საშინაო, ზედა ეწერის სტადიონზე გამართვის უფლება არ მისცა და ეს შეხვედრა სამტრედიაში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "სიონსა" და "ზუგდიდს", შესაბამისად, 8 და 6 ქულა აქვთ და "წითელი ჯგუფის" ბოლო ადგილებს იკავებენ.

სფფ-ის საიტზე ახსნილია მატჩის ჩასატარებელი ადგილის სამტრედიაში გადატანის მიზეზი და
წარმოდგენილია ფოტოსურათები:

"სამწუხაროა, რომ ფოთისა და საჩხერის მოედნების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახლა უკვე იძულებული გახდა, ზუგდიდელთა არენაზეც შეაჩეროს უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება.

ამინდების გაუარესებასთან ერთად სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება მომავალშიც გააგრძელებს მოედნების აქტიურ მონიტორინგს, რათა გუნდებს საშუალება მიეცეთ, მაქსიმალურად უკეთეს საფარზე მოუწიოთ დარჩენილი გადამწყვეტი მატჩების გამართვა", - იუწყება სფფ-ის ოფიციალური საიტი.

ზუგდიდის ზედა ეწერის სტადიონი 2 ნოემბერს საშეჯიბრო განყოფილების მიერ ჩატარებული მოედნის ინსპექტირების დროს:

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმ თავსხმა წვიმაში რაც ორ ნოემბერს იყო,ზედაეწერის მინდორი კი არა თვთ დინამოს მინდორი არ იქნებოდა უკეთეს მდგომარეობაში.ასე რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა სუნი ასდის.უეჭველია ბურდულმა გაიჩალიჩა.
თენგო
14:19 04-11-2016
0
ამ საშეჯიბრო განყოფილებამ იმოქმედა ბურდულის თხოვნის შესაბამისად,თორემ ენახათ მინდორი გუშინ, დღეს რაღა მაინც და მაინც იმ თავსხმა წვიმაში მოუნდათ მოედნის შემოწმება.
თენგო
14:28 04-11-2016
0

სიახლეები პოპულარული