ლე­ვან გე­გეჭ­კო­რი: იმე­დია, ად­რე თუ გვი­ან, შან­სი ეროვნულ ნაკრებშიც მო­მე­ცე­მა

AutoSharing Option
ლე­ვან გე­გეჭ­კო­რი გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ასა­კი­დან გა­იც­ნო. მარ­ტ­ვი­ლის "მე­რან­ში" გაზ­რ­დილ­მა უნი­ვერ­სალ­მა, რო­მელ­საც მცვე­ლა­დაც შე­უძ­ლია თა­მა­ში და ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლა­დაც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რა მო­ირ­გო, 2013 წელს კი, გია ცე­ცა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, 19-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც ითა­მა­შა. ახ­ლა­ხან დას­რუ­ლე­ბულ ციკ­ლ­შიც, ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძე და გია გე­გუ­ჩა­ძე სის­ტე­მა­ტუ­რად იწ­ვევ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რებ­ში.

"მე­რა­ნის" შემ­დეგ გე­გეჭ­კო­რი ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რა­ში" თა­მა­შობ­და, წლე­ულს კი ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" მა­ი­სუ­რა მო­ირ­გო. მან ჩი­ნე­ბუ­ლად ითა­მა­შა ბო­ლო უქ­მე­ებ­ზე - "ზუგ­დიდ­თან" (5:0) დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა­ში თა­ვი­სი სო­ლი­დუ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

"ლე­ლომ" 22 წლის ლე­ვან გე­გეჭ­კორ­თან
ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა...

- ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" იოლად შე­ეწყ­ვეთ და ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც და­იმ­კ­ვიდ­რეთ ად­გი­ლი...
- ადაპ­ტა­ცია არ გამ­ჭირ­ვე­ბია და გუნდს მა­ლე შე­ვე­გუე, რად­გან ბევ­რ­თან ნა­თა­მა­შე­ბიც მქონ­და, პა­პუ­ნა ფო­ნი­ა­ვას­თან ერ­თად კი მარ­ტ­ვი­ლის "მე­რან­ში" ვიზ­რ­დე­ბო­დი და ბავ­შ­ვო­ბი­დან ვმე­გობ­რობ.

- ბო­ლო ტუ­რის შეხ­ვედ­რა "ზუგ­დიდ­თან" გუნ­დ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ა­ტა­რა და პი­რა­დად თქვენც...
- თავ­მ­დაბ­ლო­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს - "ზუგ­დიდ­თან" მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვერ გა­მოვ­ყოფ და დუბ­ლი რომ შე­ვას­რუ­ლე, ეს მთლი­ა­ნად გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. მარ­ტო თავს ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ჩენს, გუნ­დი ხელს თუ არ შე­უწყობს. ბა­თუ­მის "დი­ნა­მომ" გა­მარ­თუ­ლად ითა­მა­შა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა.

- სა­ერ­თოდ, ბო­ლო წლებ­ში სულ ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ხართ და სა­ინ­ტე­რე­სოა, ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" გარ­და, სხვა გუნ­დე­ბი არ გიწ­ვევ­დ­ნენ?
- სხვა ვა­რი­ან­ტე­ბიც მქონ­და. მაგ­რამ მი­ზეზ­თა გა­მო, დე­კემ­ბ­რამ­დე ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­ში ვამ­ჯო­ბი­ნე და ვეც­დე­ბი, გუნდს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ვეხ­მა­რო. ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია და აქ გად­მოს­ვ­ლას სუ­ლაც არ ვნა­ნობ.

- ბა­თუ­მის "დი­ნა­მო" წლე­ულს არას­ტა­ბი­ლუ­რად თა­მა­შობს. კარგ მატ­ჩებს ჩა­ვარ­დ­ნე­ბი მოს­დევს ხოლ­მე. ეს რას უნ­და მი­ვა­წე­როთ?
- სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­ვარ­დ­ნე­ბი გვქონ­და და პრობ­ლე­მე­ბიც იყო. ასე­თი რამ ყვე­ლა გუნდს შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ რა იყო ამის მი­ზე­ზი, არ ვი­ცი, ამა­ზე ლა­პა­რა­კი მი­ჭირს. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გუნ­დ­ში მე­გობ­რუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და დარ­ჩე­ნილ თა­მა­შებ­ში ქუ­ლა­თა მაქ­სი­მუ­მის აღე­ბას შე­ვეც­დე­ბით.

- იან­ვარ­ში სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის "ზე­ნიტ­ში" გა­სინ­ჯ­ვა­ზე იყა­ვით, მაგ­რამ უკან გა­მობ­რუნ­დით. უცხო­ელ­თა­გან ინ­ტე­რე­სი ამით ამო­ი­წუ­რა?
- წი­ნა­და­დე­ბე­ბი იყო და ახ­ლაც არის, მაგ­რამ წი­ნას­წარ ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. სე­ზო­ნი მორ­ჩე­ბა და აუცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­ში" დავ­რ­ჩე­ბი თუ სხვა­გან ვი­თა­მა­შებ...

- ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში გი­თა­მა­ში­ათ და, ალ­ბათ, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მოხ­ვედ­რის ამ­ბი­ცი­აც გაქვთ...
- ამ­ბი­ცი­ის რა გითხ­რათ და, სურ­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად მაქვს.

- თქვე­ნი აზ­რით, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შით, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნი­სა და ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბის გა­თვა­ლის­წი­ნე­ბით, რე­ა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ ნაკ­რე­ბის მოთხოვ­ნე­ბი რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ?
- ეს ის კითხ­ვაა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვე­ლო­დი. ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში მი­თა­მა­შია და გან­მიც­დია ის სი­ა­მოვ­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­ცა შე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ხარ.

ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მოხ­ვედ­რა ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის ოც­ნე­ბაა და იმე­დია, ად­რე თუ გვი­ან ამის შან­სი მო­მე­ცე­მა. ესაა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, თუმ­ცა ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რე­ა­ლუ­რია თუ არა. დრო გვიჩ­ვე­ნებს, რა გა­მო­ვა ჩე­მი შრო­მი­დან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა ლევანი გამოსაძახებელია ეროვნულ ნაკრებში ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯება
ogafa
19:03 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული