თასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედოსთან" (2:3) მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი დაშავდა, რის გამოც ჩემპიონატში ქობულეთის "შუქურასთან" (1:0) შეხვედრა გამოტოვა.
აღსანიშნავია, რომ "შუქურასთან" მატჩში ტრავმა მიიღო აკაკი ხუბუტიამ, რომელსაც მეტოქესთან შეჯახების დროს კბილები ჩაუტყდა.
განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ლაშა პარუნაშვილის ტრავმა, რომლისთვისაც სეზონი დასრულებულია. დინამოელთა ნახევარმცველი "შუქურასთან" თამაშის ბოლოსკენ სერიოზულად დაშავდა, მას ლავიწის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც კარგად ჩაიარა.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით