ებრაელ ინვესტორთა პირველი ნაბიჯები "დილაში": საფეხბურთო აკადემია

AutoSharing Option
გორის "დილას" პრესსამსახურის ცნობით, კლუბის ახალი მფლობელები გორს ეწვივნენ და შეხვედრები ქალაქის ოფიციალურ პირებთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებთან გამართეს.

ვიზიტის ძირითადი მიზანი, გრძელვადიანი პროგრამის დასაწყებად, კლუბის ისტორიაზე, მის გულშემატკივრებზე, ფეხბურთელებსა და არსებულ ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციის მიღებაა.

კლუბის ახალმა მფლობელებმა სრული ნდობა გამოუცხადეს სამწვრთნელო შემადგენლობას და ფეხბურთელებს ამოცანის შესრულებაში, რომლის მიზანი "დილას" უძლიერესთა შორის დარჩენაა.

გარდა ამისა, ახალი მფლობელები კლუბის სამომავლო ზრდის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ და განიხილეს რამდენიმე ვარიანტი პირველი გუნდისთვის ახალი სავარჯიშო მოედნის ასაშენებლად. ასევე, ადგილობრივი და ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდა
ფეხბურთელებისთვის პროფესიული ფეხბურთის აკადემიის მშენებლობის შესაძლებლობები.

ამავდროულად, ახალმა მფლობელებმა ხელშეკრულება გააფორმეს გიორგი დარასელიასთან, რომელიც კლუბთან სპეციალური საფეხბურთო კონსულტანტის რანგში ითანამშრომლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს დარასელია მაინც შემოეტენა რო აფათუროს ხელები იქეთ აქეთ იმ ტოტალიზატორში ამ ტოტალიზატორში და ასეშემდეგ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული